ეს საინტერესოა: დანიაში მსოფლიოში ყველაზე სქელ წიგნს გამოუშვებენ | World News | ||
მსოფლიოში ყველაზე სქელი წიგნი მალე დანიაში დაიბეჭდება. გასაოცარი ზომის ტომი უმუშევრობის დაზღვევის სალაროს - „Min A-kasse“-ის მიერ გამოვა. გადაიკითხავს რა მის 23 675 გვერდს, მკითხველი გაიგებს ყველაფერს იმ ნორმებისა და წესების შესახებ, რომელთა თანახმად დანიაში იხარჯება ფონდები, რომლებიც იმ დანიელებისთვის შემწეობებზე გამოიყოფა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. როგორც „Min A-kasse“-ის წარმომადგენელმა სიმონ ბაუერმა განაცხადა, წიგნის მიზანია დისკუსიის სტიმულირება უწყვეტად ზრდადი ბიუროკრატიული დაბრკოლებების შესახებ, რომელთა გამოც ქვეყანაში ასეთი შემწეობების გადახდა გართულებულია. ნახევარი საუკუნის წინ კანონმდებლობა, რომელიც დანიაში უმუშევრობის მიხედვით შემწეობების გადახდას არეგულირებს, 421 გვერდს ითვლიდა, წერს „კოპენჰაგენ პოსტი“. 2000 წლისთვის მისი მოცულობა 17 ათასი გვერდით გაიზარდა და კიდევ 7 ათასი გვერდი უკვე მიმდინარე ასწლეულში დაემატა. უპრეცენდენტო მოცულობითი წიგნის გამომცემელის გინესის რეკორდთა წიგნში მოხვედრის იმედი აქვს. ბოლო წლებში „Min A-kasse“, რომელიც 45 ათას წევრს ითვლის, არაერთხელ ატარებდა კამპანიას სახელწოდებით „სტოპ ბიუროკრატიას!“ Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3853.html
| |||
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:17 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.