Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ერთ-ერთმა ქვეყანამ Apple თითქმის მილიონი ევროთი დააჯარიმა | | World News |
იტალიის ანტიმონოპოლიიურმა რეგულატორმა AGCM-მ კომპანია Apple საერთო ჯამში 900 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც სააგენტოს შეტყობინებაშია ნათქვამი, AGCM-ში ჩათვალეს, რომ Appleმომხმარებლებს თავისი დამატებითი მომსახურებების შესახებ მკაფიო ინფორმაციას არ აწოდებს, ასევე უარს ამბობს თავის მოწყობილობებზე ორწლიანი გარანტიის შემოღებაზე, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს.
|
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:47 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან აეროპორტს ააშენებს | | World News |
ჩინეთი გეგმავს აეროპორტის აშენებას, რომელიც მსოფლიოში სხვა დანარჩენებთან შედარებით ყველაზე მაღლა იქნება განლაგებული. ამის შესახებ იტყობინება Reuters ადგილობრივ მასმედიაზე მინიშნებით. პროექტზე მუშაობა გაისად დაიწყება. აეროპორტი ტიბეტის რაიონ ნაგჩუში, ზღვის დონიდან 4436 მეტრის სიმაღლეზე იქნება განლაგებული - ეს სულ რაღაც 100 მეტრით უფრო მეტია ამჟამინდელი რეკორდსმენის სიმაღლეზე ქალაქ კამდოში (ჩინეთი). მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4334 მეტრია.
|
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:46 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 5 | Read More... |
|
| 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა | | World News |
კომპანია Nokiaსასამართლოებიდან უკან იხმობს სარჩლებს პრინტერების, სკანერებისა და ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ Seiko Epson-ის წინააღმდეგ მას მერე, რაც იაპონური კომპანია მისთვის 80 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, გადმოსცემს Bloomberg. Seiko Epson-ის საიტზე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ არ ეთანხმება Nokia-ის პრეტენზიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, რათა სასამართლოს ხარჯები არ გასწიოს და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდინოს.
|
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:26 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| იაპონიაში ქვეყნისთვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცეს | | World News |
იაპონიის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ესიკიხო ნოდათი სათავეში შაბათს, 24 დეკემბერს, 93.56 ტრლნ იენის (1.2 ტრლნ დოლარის) ოდენობის 2012 ფინანსური წლის რეკორდული ბიუჯეტი მოიწონა. ეს ნაბიჯი გადაიდგა ოპოზიციის მხრიდან ძლიერი ზეწოლის პირობებში, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის გამო დაზარალებული იაპონიის მხარეთა სწრაფ აღდგენას მოითხოვს. ამასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ მოსახლეობის ეკონომიკური დაცულობის გაზრდას მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში.
|
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:52 | 1 comment | ეკონომიკა | Score: 5 | Read More... |
|
|