Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხის გაცემას შეეცადა | | World News |
საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხი გაეცა, რომელიც "ელიტარულ კორუფციასა და ნეპოტიზმს" ეხებოდა. კერძოდ, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ მისი ძმა საქართველოს ბანკს ხელმძღვანელობს და ამ ბანკს რეკლამას თავად პრეზიდენტი უკეთებს. ასევე, მან კოლეგებს შეახსენა, რომ ნავთობპროდუქტები მხოლოდ ორ კომპანიას შეამოაქვს და მათ უკან მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკები დგანან.
|
Posted by consul | 26 Nov 2011, 19:30 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ევროპაში ინტერნეტის მომხმარებელთა თავისუფლების შეზღუდვა აკრძალეს | | World News |
სამართალდამცავებს უფლება არა აქვთ, აიძულონ ევროპული ინტერნეტ-პროვაიდერები, რათა მათ თვალი ადევნონ თავიანთი მომხმარებლების აქტიურობას ინტერნეტში ან დაბლოკონ მათი კავშირი ინტერნეტთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კონტენტზე საავტორო უფლებებს დაარღვევენ. ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ხმისჩამწერმა ლეიბლებმა და კინოსტუდიებმა არ უნდა გამოიყენონ სასამართლო სარჩლები, რათა ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას მიაღწიონ. „ევროკავშირის კანონები გამორიცხავს ეროვნული სასამართლოების დადგენილებებს, რომლებიც ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან ტრაფიკის მფილტრავი სისტემების დაყენებას მოითხოვს, რისი მიზანიც ნებისმიერი კონტენტის არალეგალურ გავრცელებასთან ბრძოლაა“, - ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
|
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:15 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო | | World News |
საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო და ამისათვის ყველა ძალ-ღონე უნდა იხმაროს, ნათქვამია საბერძნეთის ბანკის მოხსენებაში, რომელიც გუშინ, 24 ნოემბერს, გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 26 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დახმარების ახალი პროგრამის მიხედვით ათენს აღორძინების საშუალებას აძლევს. ბერძნული ცენტრობანკის ექსპერტთა აზრით, მიმდინარე პერიოდი ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში გარდამტეხი მომენტია და ფსონზე დგას საბერძნეთის მონაწილეობა ევროპის სავალუტო ბლოკში. ბანკი მოუწოდებს საბიუჯეტო დეფიციტის მიზნობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებისა და მათი გადაჭარბების მისწრაფებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა იმოძრავებს „არაკონტროლირებად დამავალ ტრაექტორიაზე, რომელსაც ეკონომიკის, ცხოვრების დონისა და საზოგადოებრივი განვითარების მრავალი ათწლეულით უკან გადაგდება შეუძლია“.
|
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 19:59 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“ | | World News |
სამშაბათს, 22 ნოემბერს, ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“, რომელიც სავაჭრო სფეროში სპეკულაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ არის მიმართული. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მოუწოდა ფასებზე ზედამხედველ კონტროლიორებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და არ აჰყვნენ მოსყიდვას მაღაზიების მფლობელთა მხრიდან. „ფრთხილად იყავით კორუფციასთან, არ მისცეთ საკუთარი თავის მოსყიდვის საშუალება“, - გააფრთხილა მან ისინი, მიმართავდა რა ტელეფონით თათბირის მონაწილეებს, რომელიც ახალი კანონის გამოყენების წესებს მიეძღვნა.
|
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:04 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|