საზოგადოება: ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს | World News | ||
ამჟამად ჩინეთში 48 921 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება, იტყობინება “GHN“. ასეთი მონაცემები ჩინეთის გერონტოლოგიურ საზოგადოებაზე მინიშნებით გაზეთ „ჩაინა დეილის“ მოჰყავს. როგორც სტატისტიკა მოწმობს, წელს ჩინეთის იმ მაცხოვრებელთა საერთო რიცხვი, რომელთა ასაკმა 100-წლიან ზღვარს გადაჭარბა, 2010 წელთან შედარებით, 5228 ადამიანით გაიზარდა. 2011 წელს თავისი 126-ე დაბადების დღე პლანეტის ყველაზე მოხუცმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა - ჩინელმა ლო მეიჩჟენმა აღნიშნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონში ცხოვრობს. გერონტოლოგიური საზოგადოების მოხსენებაში იტყობინებიან, რომ გუიჩჟოუს პროვინციაში ქვეყანაში ყველაზე მოხუცი ოჯახური წყვილი აღმოაჩინეს: ცოლ-ქმრის საერთო ასაკი 213 წელს შეადგენს, გადმოსცემს „არმენპრესი“. როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ჩინელ დღეგრძელთა ძირითადი ნაწილი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ამ მომენტისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე ადგილს ინარჩუნებს იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა 100 წელზე მეტი ასაკის მაცხოვრებლები. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამჟამად 73.5 წელს შეადგენს. მე-12 ხუთწლეულის წლებში (2011-2015 წწ.) ქვეყნის მთავრობამ ამ მაჩვენებლის ერთი წლით გაზრდის საკითხი წამოაყენა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3845.html
| |||
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.