ეკონომიკა: Moody’s-მა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის საკრედიტი რეიტინგი შეამცირა | World News | ||
პარასკევს, 4 ნოემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა კვიპროსის საკრედიტო რეიტინგი „Baa1“-დან „Baa2“-მდე ნეგატიური პროგნოზით შეამცირა. როგორც Agence France-Presse იტყობინება, რეიტინგის შემცირება უკავშირდება არასტაბილურობას, რომელიც კუნძულოვანი სახელმწიფოს საბანკო სფეროში კვიპროსის ბანკების ბალანსებზე არსებული ბერძნული ვალების ჩამოწერის გამო შეიძლება წარმოიშვას. Moody's ვარაუდობს, რომ ბანკებს 2012 წელს სახელმწიფო მხარდაჭერა დასჭირდება. ამდაგვარად, კვიპროსს ყველაზე დაბალ, „ნაგვის“ რეიტინგამდე მხოლოდ ერთი საფეხური დარჩა. მანამდე, ოქტომბრის ბოლოს, სააგენტო Standard & Poor's-მა ასევე შეამცირა კვიპროსის საკრედიტო რეიტინგი „ВВВ+“-დან „ВВВ“-მდე ნეგატიური პროგნოზით. 2011 წლის განმავლობაში Moody's-მაც და Standard & Poor's-მაც კვიპროსის რეიტინგი უკვე რამდენჯერმე შეამცირეს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3841.html
| |||
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 21:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.