მეცნიერება-ტექნოლოგიები: 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა | ![]() | World News | |
![]() Nokia-სთვის გადახდების გამო Seiko Epson-ს დაუგეგმავი ზარალი ელის ფინანსური წლის მესამე კვარტალში, რომელიც მარტში დასრულდება, თუმცა კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, არ გადახედოს წლის პროგნოზს, ხაზგასმულია გამოქვეყნებულ განცხადებაში. Seiko Epsonთხევადკრისტალური დისპლეებისათვის განკუთვნილი კომპონენტების იმ 11 მწარმოებელი კომპანიიდან ერთ-ერთი გახლდათ, რომლის წინააღმდეგაც Nokia-მ 2009 წლის ნოემბერში სარჩლები შეიტანა. ფინურმა კომპანიამ, რომელიც ამ კომპონენტებს თავისი მოწყობილობებისთვის ყიდულობს, დაადანაშაულა ისინი საკუთარი პროდუქციის ფასის გაზრდაზე. Nokia-მ საჩივრები ბრიტანეთისა და აშშ-ის სასამართლოებში გააგზავნა. Seiko Epson-ის გარდა, Nokia-მ Samsung-ის, Toshiba-ის, Sharp-ის, LG Display-ის, Philips Electronics-ისა და კიდევ რამდენიმე კომპანიის წინააღდეგ ბრალდება წამოაყენა. ფინალური განაჩენი სარჩლების მიხედვით სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4222.html
| |||
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:26 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.