ეს საინტერესოა: მეცნიერები: წერილები და სმს-ები ტყუილისკენ განაწყობს | World News | ||
წერილსა თუ სმს-ში ადამიანი უფრო ხშირად იტყუება, ვიდრე პირადი საუბრის, ვიდეოკონფერენციის ან ტელეფონით საუბრის მსვლელობაში. აღნიშნული ფაქტი დაადგინეს ფსიქოლოგებმა. მათ გააანაზლიეს 140 სტუდენტის ქცევა, რომლებიც წყვილებად დაყვეს და სთხოვეს, მონაწილეობა მიეღოთ RPG-თამაშში, წერს The Los Angeles Times. ერთი სტუდენტი გამყიდველის, ხოლო მეორე - მყიდველის როლს თამაშობდა. მკვლევარებმა „გამყიდვლებს“ უთხრეს, რომ მარაგები, რომლებიც მათ უნდა გაესაღებინათ, კვირის განმავლობაში 50%-ით გაიაფდებოდა. ასევე „გამყიდვლების“ გარკვეული წესით სტიმულირება მოახდინეს, რათა მათ ცუდი საქონელი რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გაეყიდათ. აღმოჩნდა, რომ „გამყიდვლები“ უფრო ხშირად იტყუებოდნენ, თუ საქონელს წერილით სთავაზობდნენ. პირადი საუბრის ან ვიდეოკონფერენციის დროს კი ისინი პატიოსნად ყვებოდნენ რეალიზებადი საქონლის ხარისხის შესახებ. წერილში ტყუილის ნიშნების სრულად აღმოჩენა არ შეიძლება. სხეულის ენა კი მეტს საუბრობს, ამიტომ მოტყუება არ გამოდის. ამას გარდა, მეცნიერებმა ჰკითხეს მყიდველებს, გაბრაზდნენ თუ არა ისინი იმ ფაქტის გამო, რომ ისინი მოატყუეს. აღმოჩნდა, რომ მყიდველები უფრო მეტად იმით იყვნენ აღშფოთებულები, რომ მათ წერილით ატყუებდნენ, ყვება ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ ცენფეტელი. ამიტომ მეცნიერები ყველას, ვინც შეხვედრებაზე აგვიანებს, ურჩევენ დარეკონ და პირადად მოიხადონ ბოდიში. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4212.html
| |||
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.