 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ობამამ თავისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი თემა აირჩია | | World News |
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, კანზასის შტატში გამოსვლისას, განაცხადა, რომ ამერიკელთა შემოსავლების ზრდადი უთანაბრობა ქვეყნის საშუალო კლასს ემუქრება. ამის შესახებ იტყობინება The New York Times. ამერიკული პრესის შეფასებით, დაპირისპირება შემდგომი სოციალური განშრევების მიმართ და საშუალო კლასის დაცვა ობამამ თავისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი თემის სახით აირჩია.
|
Posted by Drakula | 07 Dec 2011, 19:32 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| Facebook დიდ კაზინოდ გადაიქცევა | | World News |
სოციალურ ქსელ Facebook-მა, რომელსაც 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა დიდ ბრიტანეთში ონლაინ-კაზინოსთვის ვირტუალური მოედნების შემოთავაზება დაიწყოს. ამჟამად წამყვანი სოციალური ქსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ექსპერტებთან, კონსულტანტებთან და შემმუშავებლებთან სათამაშო ბიზნესის დარგში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Daily Mail აზარტული თამაშების გამოცემა eGaming Review-ში ინფორმირებულ წყაროებზე მინიშნებით.
|
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:43 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| კლიმატოლოგებმა ადამიანი დედამიწაზე დათბობაში დაადანაშაულეს | | World News |
შვეიცარელმა კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის მიმდინარე გაზრდის, სულ ცოტა, სამ მეოთხედზე მაინც არის პასუხისმგებელი. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Geoscience-ში, ხოლო მისი მოკლე მიმოხილვა მოყვანილია Nature News-ში. გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მანამდელი სამუშაოებისაგან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს. მეთოდის საფუძვლად მეცნიერებმა ენერგიის შენარჩუნების კანონი ჩადეს. სხვადასხვა პარამეტრების მქონე საშუალო სირთულის კლიმატურ მოდელებზე დიდი რაოდენობის (რამდენიმე ათასი) ტესტის საშუალებით მათ დაადგინეს კავშირი ანტროპოგენულ დათბობასა და პლანეტის ენერგეტიკულ ბალანსში ცვლილებებს შორის.
|
Posted by Drakula | 06 Dec 2011, 19:40 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
|