ეკონომიკა: საახალწლო ღამეს პრაღა ყველაზე ძვირი ქალაქი გახდება | World News | ||
ჩეხეთის დედაქალაქი ევროპაში ყველაზე ძვირი ქალაქი იქნება ტურისტებისათვის, რომლებმაც დამდეგი ახალი წლის აღნიშვნა გადაწყვიტეს, იტყობინება ჩეხური მასმედია. საახალწლო ღამე-2012 პრაღის სასტუმროს ორკაციან ნომერში საშუალოდ 361 ევრო დაჯდება, მაშინ, როცა დეკემბერში ჩეხურ დედაქალაქში ნომრის საშუალოსტატისტიკური ფასი, ჩვეულებრივ, 98 ევროს შეადგენს. როგორც ტურისტული ბიზნესის სპეციალისტები ხაზს უსვამენ, პრაღა 2012 წლის აღსანიშნავად ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი გახდება. ანალიტიკოსებმა სასტუმროს ფასები 35 ევროპულ დედაქალაქში შეადარეს. პარიზში სასტუმროში საახალწლო ღამის საშუალო ღირებულება 239 ევროა, ვენეციაში, ედინბურგსა და ამსტერდამში - არაუმეტეს 250 ევროსი, ბარსელონაში - დაახლოებით 200 ევრო. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4235.html
| |||
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.