საზოგადოება: გამოკითხვა: პუტინს რუსების 45%, ხოლო მედვედევს - 37% ენდობა | World News | ||
რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს რუსების 37%, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს - 45% ენდობა, რასაც ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ (ფსა) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. ფსა-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 33%-მა უპასუხა, რომ მედვედევს „ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ - არა“, ხოლო 26% - არ ენდობა. პუტინს ნაწილობრივ 28% ენდობა, ხოლო 23% არ ენდობა. ფსა-ის წინა გამოკითხვის თანახმად, რომელიც დეკემბრის პირველ ნახევარში ჩატარდა, რესპონდენტთა 39%-მა უპასუხა, რომ მედვედევს ენდობა, 31% - ნაწილობრივ ენდობა, ხოლო 25% - არ ენდობა. პუტინს მაშინ 44% ენდობოდა, 28% - ნაწილობრივ ენდობოდა, ხოლო 24% - არ ენდობოდა. სოციოლოგთა მონაცემებით, 22 დეკემბრის მდგომარეობით „ედინაია როსიას“ რეიტინგი 36%-ს შეადგენს, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისა - 14%, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა - 11%, „სამართლიანი რუსეთისა“ – 10%, „იაბლოკოსა“ – 1%, „რუსეთის პატრიოტებისა“ – 1%-ზე ნაკლებს. ფსა-მ 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რეპრეზენტაციული გამოკითხვა ჩაატარა და რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტში 100 ქალაქისა და სოფლის დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები გამოკითხა. სტატისტიკური შეცდომა 3.6%-ს არ აღემატება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4198.html
| |||
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.