მეცნიერება-ტექნოლოგიები: ერთ-ერთმა ქვეყანამ Apple თითქმის მილიონი ევროთი დააჯარიმა | World News | ||
იტალიის ანტიმონოპოლიიურმა რეგულატორმა AGCM-მ კომპანია Apple საერთო ჯამში 900 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც სააგენტოს შეტყობინებაშია ნათქვამი, AGCM-ში ჩათვალეს, რომ Appleმომხმარებლებს თავისი დამატებითი მომსახურებების შესახებ მკაფიო ინფორმაციას არ აწოდებს, ასევე უარს ამბობს თავის მოწყობილობებზე ორწლიანი გარანტიის შემოღებაზე, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. ტიმ კუკის კომპანიამ AGCM-ის ყურადღება 2011 წლის მაისში მიიქცია. მაშინ კომპანის მიმართ გამოძიება დაიწყო. Apple-ის მოწყობილობებზე გარანტიის სტანდარტული ვადა ერთ წელს შეადგენს, მაშინ, როცა ევროპული კანონები ორ წელს მოითხოვს. მათ, ვისაც გაფართოებული გარანტიის მიღება სურს, ამერიკული კომპანია ფასიან სერვის AppleCare-ს სთავაზობს. ევროპის ანტიმონოპოლიურ რეგულატორებს ასევე Apple-ზე ეჭვი აქვთ ხუთ მსხვილ გამომცელობასთან შეთქმულებაში, რისი მიზანიც ევროპაში ელექტრონული წიგნების ფასების დაფიქსირება გახლავთ. ამ საქმის გამოძიება დეკემბერში დაიწყო. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4234.html
| |||
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.