aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სააკაშვილი: პუტინი თავის დაპირებებს არასდროს ასრულებს, სამაგიეროდ მუქარებს - ასრულებს Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონფლიქტებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ოფიციალური თბილისის მხრიდან რაიმე სამხედრო ქმედებებს გამორიცხავს, ვინაიდან „ჩვენ გიჟები არა ვართ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ გიჟები“. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „Ceska televize 24“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.



„ჩვენს ტერიტორიაზე 18 ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომელთა ინსცენირება სპეცსამსახურების რუსმა ოფიცრებმა მოახდინეს. და ეს არა მხოლოდ ჩემი სიტყვებია. ამას დასავლეთის დაზვერვებიც ადასტურებს, ამ ინციდენტთაგან ზოგიერთის გამოძიება დასავლელ კოლეგებთან ერთადაც კი ხორციელდებოდა. სამიზნეები ხდებოდა ამერიკის საელჩო ან ნატოს ოფისი თბილისში. თავდასხმები ასევე ხდებოდა პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ინსტიტუტების ოფისებზე, რკინიგზაზე, პოლიციის ოფისებზე. ბომბები იმ ადგილებში ფეთქდება, სადაც ხალხი გროვდება“, - აცხადებს პრეზიდენტი და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ქმედებები არანაირად არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეიძლება წაყენებულ იქნას სახელმწიფოებისათვის XXI საუკუნეში.


„ერთი მხრივ, საქართველო სამხედროებით არის ოკუპირებული. მეორე მხრივ, რუსეთი არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და თავდასხმების საშუალებით რაიმის შეცვლას ცდილობს. ეს თავდასხმები დაჭრასა და სიკვდილს იწვევს. ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე XXI საუკუნეში, მაგრამ ასეთი ქცევა ამას არანაირად არ შეესაბამება. ეს ის არაა, რაც გვსურს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სამხედრო აქცია ალტერნატივა არ არის, ვინაიდან „საქართველოსთან შედარებით რუსეთი ბევრად უფრო დიდია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ აქვთ არტილერია, რაკეტები, თითქმის ყველაფერი, მათ შორის თვითმფრინავები. ბირთვული იარაღი ერთადერთია, რაც მანდ არა აქვთ.


„მათ იქ ყველაფერი იმაზე ბევრად უფრო დიდი რაოდენობით აქვთ, ვიდრე ისეთ პატარა ქვეყანაზე თავდასხმისთვის არის საჭიროა, როგორიცაა საქართველო. ისინი ასევე ფსიქოლოგიურ ტერორს იყენებენ. მაგალითად, ყოველთვის, როდესაც მივფრინავ აეროპორტიდან თბილისში ან სადმე სხვაგან, ვხედავ, რომ მე რუსეთის თვითმფინავსაწინააღმდეგო თავდაცვის ხედმძებნში ვარ. ისინი სრული მზადყოფნის მდგომარეობაში არიან. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ასეთ ატმოსფეროში ცხოვრებას და არაფერი უჩველო ამაში ჩვენთვის არ არის. ვლადიმირ პუტინს სარკოზისთან და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პირველ წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჰქონდა და ამბობდა, რომ ბაზარზე ჩამომკიდებდა. პუტინი არასდროს ასრულებს თავის დაპირებებს, სამაგიეროდ მუქარებს - ასრულებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3688.html
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:19 | News »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი: პუტინი თავის დაპირებებს არასდროს ასრულებს, სამაგიეროდ მუქარებს - ასრულებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian