პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ახალ მთავრობაში ვანო მერაბიშვილისთვის ადგილი არ არის | Georgian News | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის ვანო მერაბიშვილის მუშაობის პოზიტიური შეფასების მიუხედავად, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ახალ მთავრობაში, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნება, მერაბიშვილისთვის ადგილი არ არის, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. „ამ კითხვას ადრეც მისვამდნენ - იგულისხმება თუ არა მერაბიშვილი მთავრობაში? აშკარაა,რომ არა. ბუნებრივია, ეს არ მქონდა მხედველობაში, როდესაც მერაბიშვილს მივმართე. ამჟამინდელი ხელისუფლების საკვანძო ფიგურები ახალ მთავრობაში არ იგულისხმებიან. მათ თავად სააკაშვილს დათვური სამსახური გაუწიეს და დიდი წვლილი შეიტანეს იმ პრობლემებში, რომლებიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა ივანიშვილმა. ამავდროულად, მან მერაბიშვილთან თავისი მიმართვის აზრი განმარტა. „მერაბიშვილთან ჩემი მიმართვის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ თუ ისინი სწორად მოიქცევიან და კანონის ფარგლებში არჩევნებამდე დარჩებიან - რისი დიდი სურვილი მაქვს - მათ ექნებათ შესაძლებლობა, თუნდაც პოლიტიკური პარტია შექმნან, ან იყვნენ ბიზნესში, ან კიდევ რაიმე მოიფიქრონ. მაგრამ ისინი ჩვენს მთავრობაში არ იქნებიან“, - თქვა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3704.html
| |||
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.