aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: რობერტ სტურუა: საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს, მიაჩნია ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას, იტყობინება “GHN“. „მე ვცხოვრობ საქართველოში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული სრული გავლენა ხელოვნებაზე, განათლებასა და მედიაზე. ეს მოგვაგონებს საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის მეთოდებს და ისევე, როგორც მის დროს, გარე სამყაროს უჩვენებენ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის მოჩვენებით ხილვადობას“, - წერს სტურუა The Guardian-ში, გადმოსცემს InoСМИ.ru. როგორც სტურუა წერს, „საბჭოთა დროს მე ჩემს სპექტაკლებს ვიყენებდი, რათა წინააღმდეგობა გამეწია უსამართლობისთვის, ძალადობისა და ტირანიისთვის“.



„ამჟამად ჩემს სტატიებსა და გამოსვლებში ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო ჩემი ქვეყნის უხეშ პოლიციურ რეჟიმად გარდაქმნას. ჩემი პოზიცია და ჩემი სპექტაკლები ხელისუფლებებს ყოველთვის აღიზიანებდა. ახლა მათი მოთმინება ამოიწურა და მე დამადანაშაულეს „ქსენოფობიაში“, გამათავისუფლეს რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. არის გარკვეული ირონია იმაში, რომ ხელისუფლებები, რომელთა პოლიტიკა ეფუძნება სიძულვილს, შიშსა და რუსუფობიას და რომლებიც უსასრულო ეთნიკურ ომებს აწარმოებენ (როგორიცაა 2008 წლის აგვისტოს ომის), მადანაშაულებენ იმისათვის, რომ გავბედე ჩვენი პრეზიდენტის ნაციონალური კუთვნილების ხსენება. თუ მართლა ეთიკის საზღვრებს გავცდი, მზად ვარ, ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წავრსდგე, მაგრამ არა ავტორიტარული ეთნონაციონალისტების რეჟიმის წინაშე. ვიმედოვნებ, რომ ხელოვანები, ინტელიგენცია და ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტები თავისუფლების იმ შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვლენ, რომლებიც ამჟამად საქართველოშია“, - წერს რეჟისორი.


შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს. როგორც საქართველოს კულტურის მინისტრმა განაცხადა, იგი „ქსენოფობიის“ გამო გაათავისუფლეს.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3697.html
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:46 | News »
 

"პოლიტიკა: რობერტ სტურუა: საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian