საზოგადოება: საქართველოში საგანგებო სამსახურების სატელეფონო ნომრები იცვლება | Georgian News | ||
საქართველოში იცვლება შემდეგი საგანგებო სამსახურების სატელეფონო ნომრები: სასწრაფო დახმარება, სახანძრო ბრიგადა, გაზის საავარიო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, დაცვის პოლიცია. თუ ადრე სამსახურის გამოძახებისათვის გამოიყენებოდა ნომერი 0Х(Х), ახლა უკვე იქნება ფორმატი 1ХХ(ХХХ). ანუ, თუ, მაგალითად, სახანძრო ბრიგადის გამოსაძახებლად მოქალაქეები 01-ს ან 011-ს კრეფდნენ, ახლა სამსახურის გამოძახევისთვის საჭიროა აკრიფოთ 111. ახალ ნუმერაციაზე გადასვლა 9-დან 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად საჭიროა ისარგებლოთ შემდეგი ნომრებით: სახანძრო სამსახური - 111 ნაცვლად 01-ისა ან 011-ისა; სასწრაფო სამედიცინო დახმარება - 113 ნაცვლად 03-ისა ან 033-ისა; გაზის საავარიო სამსახური - 114 ნაცვლად 04-ისა; საპატრულო პოლიცია - 122 ნაცვლად 022-ისა; დაცვის პოლიცია - 125 ნაცვლად 025-ისა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3706.html
| |||
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:46 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.