საზოგადოება: „გრინბერგ ქუინლან როზნერი“ - საქართველოს მოსახლეობის 78% პრეზიდენტ სააკაშვილის მუშაობით კმაყოფილია | Georgian News | ||
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „გრინბერგ ქუინლან როზნერის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკის მისამართით. გამოკვლევა სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. სულ 1 400-ზე მეტი მოქალაქე გამოკითხეს. პირველი შეკითხვა ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას ბოლო თვეების განმავლობაში. გამოკითხულთა 78 პროცენტმა სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობა დადებითად შეაფასა. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, 57 პროცენტს მიაჩნია, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან ერთად, რესპონდენტთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში რეალური დემოკრატიაა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2 პროცენტით გაიზარდა. შემდეგი შეკითხვა ასე ჟღერდა: დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, ვის მისცემდით ხმას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 57%, ქრისტიან-დემოკრატები - 13%, ლეიბორისტული პარტია - 7%. დანარჩენი პარტიების მაჩვენებელი, უკეთეს შემთხვევაში, 2 პროცენტს აღწევს. 13 პროცენტმა ჯერ არ იცის. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მოსახლეობა ასე აფასებს: 85 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში შესვლის მომხრეა, 79 პროცენტი ქვეყნის ნატოში შესვლის მომხრეა. ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მისამართით საქართველოს პოლიტიკას დადებითად გამოკითხულთა 74 პროცენტი აფასებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3694.html
| |||
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:45 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.