ონიშენკოს მიერ უარყოფილი „საფერავი“ საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა | Georgian News | ||
ქართული კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავი“ ჰონკონგში ჩატარებული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა. კონკურსში 37 ქვეყნის 930 კომპანია მონაწილეობდა. უმაღლესი ჯილდოები ქართული პროდუქციის 16 სახეობამ მიიღო. ოქროს მედალები მიიღეს კომპანია „შატო მუხრანის“ წარმოების „ჭაჭამ“ და კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავმა“. | |||
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:31 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... | |||
მანანა ნიკოლეიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში 1071 სკოლა დაიხურა | Georgian News | ||
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში 1071 სკოლა დახურეს . ასეთ ინფორმაციას ფლობს საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე მანანა ნიკოლეიშვილი, იტყობინება “GHN“. | |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:32 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ აფუძნებს | Georgian News | ||
ახალი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ დაფუძნდება, იტყობინება “GHN“. | |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში | Georgian News | ||
საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში დასახელდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაიკავა 76-ე ადგილი ინდექსით 0.733. იგივე მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინას აქვს. საქართველო უსწრებს სომხეთსა (86) და აზერბაიჯანს (91). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ დონეზე ასევე აღმოჩნდა რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყოფილი სსრკ-ის ყველა სახელმწიფოს შორის ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე სახელმწიფოთა პირველ ჯგუფში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა მოახერხა მოხვედრა: ესტონეთს 34-ე ადგილი უკავია, ლიტვას - მე-40, ლატვიას - 43-ე. ამის შესახებ შეტყობინებულია „მოხსენებაში ადამიანის განვითარების შესახებ 2011“ (Human Development Report 2011), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მიერ არის მომზადებული. | |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:27 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მოქალაქეობის დაკარგვა შეეძლო | Georgian News | ||
ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა შეეძლოთ, თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, იუწყება “GHN“. | |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:24 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა | Georgian News | ||
საქართველო რუსეთთან მსო-ში შესვლის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დაცვით წარმოებდა, განაცხადა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ქართულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელიც 9-10 ნოემბერს შვეიცარიაში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდს ჩაატარებს. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1992 წლიდან საქართველო იმ ტვირთების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფას ცდილობს, რომლებიც საქართველოში ჩამოდის და საქართველოს შიგნით გადაადგილდება, საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გათვალისწინებით. | |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:23 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია პოლიტიზირებული იყო | Georgian News | ||
ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია ყველაზე პოლიტიზირებული იყო იმ პრეს-კონფერენციებს შორის, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს უნახავს. | |||
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:14 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
გია ცაგარეიშვილი: ზოგიერთი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციის ჩაშლას ცდილობდა | Georgian News | ||
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი მისცა, იტყობინება “GHN“. | |||
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:13 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს მისი საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას | Georgian News | ||
ბიძინა ივანიშვილმა უკვე ჩაატარა საამომრჩევლო სიებთან დაკავშირებული კონსულტაციები რესპუბლიკური პარტიისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან, იუწყება „GHN“. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა პრეს-კონფერეციაზე, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას საამომრჩევლო სიების დაზუსტების გარეშე. „ამჟამად გუნდის შექმნის პროცესი წარმოებს. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ უკვე განვიხილეთ მსგავსი საკითხები რესპუბლიკელებთან და ალასანიას პარტიასთან“, - თქვა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებები ტოტალური გაყალბებისთვის ემზადებიან. | |||
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:11 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
Transparensy International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ეადგილზე აღმოჩნდა | Georgian News | ||
საერთაშორისო ორგანიზაცია TransparensyInternational-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ე ადგილზე აღმოჩნდა. ორგანიზაციამ სულ მსოფლიოს 178 ქვეყანა გამოიკვლია. გამოკვლევაში კორუფციის აღქმის ინდექსი 10-ქულიანი სისტემით არის შეფასებული, რომელშიც 0 კორუფციის ყველაზე მაღალ დონეს ნიშნავს. საქართველომ 3.8 ქულა მიიღო, თუმცა საბოლოო შედეგი 7 დამატებითი გამოკვლევის შედეგების მიხედვით იქნა გამოთვლილი. | |||
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:11 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||