2011 წლის ყველაზე გავლენიანი მამაკაცების ტოპ-49-ს მიცვალებული ჩაუდგა სათავეში | მსოფლიოს ამბები | ||
ინტერნეტ-პორტალმა AskMen.com2011 წლის ყველაზე გავლენიანი მამაკაცების სია გამოაქვეყნა. 49 პოზიციისაგან შემდგარი ტოპ-სია საიტზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შეადგინეს. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:50 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება ტვინის განვითარებაზე აისახოს | მსოფლიოს ამბები | ||
როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ვირტუალური სოციალური ქსელების გამოყენებას, ალბათ, ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა თავისებურებები გააანალიზეს. როგორც BBC გადმოსცემს, გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 125 მოხალისემ, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ. მეცნიერებმა თითოეული მათგანის ტვინის სკანირება ჩაატარეს და გასაოცარი ფაქტი დაადგინეს - ადამიანებს, რომლებსაც ტვინის ზოგიერთი ნაწილი უფრო დიდი ჰქონდათ, სოციალურ ქსელშიც „მეგობრების“ უფრო მეტი რაოდენობა ჰყავდათ. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:50 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
მუამარ კადაფი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა | მსოფლიოს ამბები | ||
ყოფილი ლიბიელი ლიდერი მუამარ კადაფი ქალაქ სირტაში ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო რეიტერი ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭოს (გნს) სამხედრო ხელმძღვანელის წარმომადგენელზე დაყრდნობით. გნს-ის საველე მეთაურის მონაცემებით, კადაფმა ორივე ფეხის ჭრილობა მიიღო. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:49 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 1 | ვრცლად... | |||
თბილისში ახალი ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. ძველი და უსახო ჯიხურების ნაცვლად დედაქალაქის ქუჩებში თანამედროვე ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ, 19 ოქტომბერს, შეხვდა მცირე და საშუალო მეწარმეებს და მათ ახალი ინიციატივა გააცნო. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1 | ვრცლად... | |||
რობერტ სტურუა: საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს, მიაჩნია ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას, იტყობინება “GHN“. „მე ვცხოვრობ საქართველოში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული სრული გავლენა ხელოვნებაზე, განათლებასა და მედიაზე. ეს მოგვაგონებს საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის მეთოდებს და ისევე, როგორც მის დროს, გარე სამყაროს უჩვენებენ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის მოჩვენებით ხილვადობას“, - წერს სტურუა The Guardian-ში, გადმოსცემს InoСМИ.ru. როგორც სტურუა წერს, „საბჭოთა დროს მე ჩემს სპექტაკლებს ვიყენებდი, რათა წინააღმდეგობა გამეწია უსამართლობისთვის, ძალადობისა და ტირანიისთვის“. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:46 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
„სითი კომპანი“: ბინების 80%-ს უცხოეთში მომუშავე ქართველები ყიდულობენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისში ბინების უმრავლესობას უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ. ამის შესახებ „სითი კომპანიში“ აცხადებენ. კომპანიის მფლობელის თამაზ ქობალიას თქმით, მათ მიერ გაყიდული ბინების 80 პროცენტი საზღვარგარეთ მომუშავე ქართველებმა იყიდეს. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:46 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნება, იუწყება “GHN“. აქამდე ზაზა გოროზიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:45 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
„გრინბერგ ქუინლან როზნერი“ - საქართველოს მოსახლეობის 78% პრეზიდენტ სააკაშვილის მუშაობით კმაყოფილია | საქართველოს ამბები | ||
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „გრინბერგ ქუინლან როზნერის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკის მისამართით. გამოკვლევა სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. სულ 1 400-ზე მეტი მოქალაქე გამოკითხეს. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:45 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოში მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ახალი წესები შემოაქვთ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მთავრობის ინიციატივით, საორიენტაციოდ წლის ბოლომდე მცირე მეწარმეებს საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოებისაგან გაათავისუფლებენ. ამ მიზნით მთავრობა ბაზრებზე ადმინისტრირების ახალი წესების შემოღებას აპირებს, რისთვისაც საქართველოს პარლამენტმა საგადასახდო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შესწორებების თანახმად, ბაზრებს მიენიჭებათ ცალკეული სავაჭრო ზონების წოდება, რომელთა მფლობელებმა უნდა აწარმოონ სავაჭრო ობიექტების ჩაბარებისა და ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა. ამას გარდა, შესწორებების თანახმად, მთელი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოება ასევე აღნიშნული ზონების მფლობელებს მოუწევთ. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გაიაშვილი: „თბილისის აეროპორტი ახალი ლაინერების მოთხოვნებს არ შეესაბამება“ | საქართველოს ამბები | ||
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა ახალი ტიპის ლაინერების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამის შესახებ აცხადებს ავიაკომპანია „აირზენას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი. | |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||