საქართველოს მთავრობა გეგმავს, 2011 წელი ქართული პროდუქციის წელიწადად გამოაცხადოს | მსოფლიოს ამბები | ||
საქართველოს მთავრობა გეგმავს, 2011 წელი ქართული პროდუქციის წელიწადად გამოაცხადოს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ვერა ქობალიას თქმით, იგი მზად არის, რომ ქართულ ბიზნესთან ერთად დაიწეროს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა და დაინტერესებულ ბიზნეს-ერთეულებს მათთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. | |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 16:15 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ტროპიკული ხილის რეალიზაცია ნახევრად შემცირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აქტიური წინასაახალწლო ვაჭრობა ტროპიკული ხილის ბიზნესზე დადებითად არ ასახულა. | |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 16:14 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
„მაგთი“ „სილქნეტს“ მომხმარებელთა მოტყუებაში ადანაშაულებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
კომპანია „მაგთიმ“ „სილქნეტის“ წინააღმდეგ საჩივარი აღძრა. ქსელური კავშირის კომპანია კონკურენტებს მომხმარებელთა მოტყუებაში ადანაშაულებს და კომუნიკაციათა კომისიისაგან რეაგირებას მოითხოვს. საუბარია „სილქნეტის“ სარეკლამო რგოლზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი 450 ათასი აბონენტი ერთმანეთთან უფასოდ საუბრობს. | |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 16:12 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით უკმაყოფილოა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უკმაყოფილოა უცხოური ინვესტიციების შემოდინების ტემპით. როგორც მან გუშინ მინისტრთა კაბინეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, იგი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უფრო მაღალ მაჩვენებლებს ისურვებდა. | |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 16:11 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ემზარ ჯგერენაია: 2011 წლიდან კონკურენცია საბანკო სექტორში გამწვავდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლიდან კონკურენცია საბანკო სექტორში გამწვავდება და ბრძოლა კლიენტებისათვის გაგრძელდება - ასეთ განცხადებას რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში ექსპერტთა ნაწილი აკეთებს. | |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 16:09 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
2011 წელს „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მესამე ეტაპი დაიწყება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლიდან თბილისის მერია ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის მესამე ეტაპს გამოაცხადებს. ამ დროისათვის მესამე ეტაპის პირობების მზადება წარმოებს და საზოგადოებრიობისათვის მათ შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. | |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 16:08 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2010 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შედეგები მოიყვანა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შედეგები მოიყვანა. როგორც მან გუშინდელ მთავრობის წლევანდელ ბოლო სხდომაზე განაცხადა, 2010 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური აქტივობა და წლიურმა მაჩვენებელმა 6,5% შეადგინა. | |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 23:34 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
კრიზისს „კავკაზუს ონლაინზე“ დიდი გავლენა არ მოუხდენია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„კრიზისულ პერიოდს „კავკაზუს ონლაინზე“ დიდი გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან კომპანიამ მოცემულ პერიოდში მსხვილი პროექტების განხორციელება დაიწყო“, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. | |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 23:34 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
1 იანვრიდან ძალაში შედის მიკრო და მცირე ბიზნესის დაბეგვრის ახალი რეჟიმები | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება „შემოსავლებისა და აკრძალული საქმიანობის სახეობების განსაზღვრის შესახებ მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის, რომლებიც არ დაიბეგრებიან გადასახადით ან/და რომლებზეც არ ვრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები“. | |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 20:17 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
აჭარის თითქმის ყველა სასტუმრო დაჯავშნულია ახალი წლისთვის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წინასაახალწლო სარეკლამო კამპანიაზე უარი თქვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ აჭარაში სასტუმრო ნომრების რაოდენობა ტურისტთა დიდი რაოდენობის მისაღებად არასაკმარისია. დეპარტამენტის განცხადებით, აჭარაში საახალწლო დღესასწაულებზე ძირითადად თბილისისა და თურქეთის მოქალაქეები ჩამოვლენ. | |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 20:16 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||