ტროპიკული ხილის რეალიზაცია ნახევრად შემცირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აქტიური წინასაახალწლო ვაჭრობა ტროპიკული ხილის ბიზნესზე დადებითად არ ასახულა. გამყიდველთა განცხადებით, მომხმარებელი პასიურია, ამის მიზეზი კი ხილზე ფასების 100%-იანი ზრდაა. ტროპიკული ხილის რეალიზატორები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით მათი პროდუქციის გაყიდვები დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა, რაც ბოლო წლების ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. დისტრიბუტორთა თქმით, მომხმარებელი ძირითადად უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ პროდუქციას. მოცემულ ეტაპზე ერთი ცალი ანანასის ღირებულება 15-18 ლარია, შარშან კი მისი შეძენა 11 ლარად იყო შესაძლებელი. ბანანების საცალო ფასი არ შეცვლილა და 50-80 თეთრს შეადგენს. ქოქოსი 5 ლარი ღირს, ხოლო 1 კილოგრამი მწვანე ვაშლის ფასი 7 ლარამდე გაიზარდა. ბაზრებთან შედარებით სუპერმარკეტებში მდგომარეობა უკეთესია: აქ ტროპიკული ხილი მცირე რაოდენობითაა, მაგრამ მაინც იყიდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_919.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 16:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.