საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2010 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შედეგები მოიყვანა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შედეგები მოიყვანა. როგორც მან გუშინდელ მთავრობის წლევანდელ ბოლო სხდომაზე განაცხადა, 2010 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური აქტივობა და წლიურმა მაჩვენებელმა 6,5% შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, პრემიერის თქმით იგი 35%-ით გაიზარდა. საბანკო სექტორში დეპოზიტები 27%-ით გაიზარდა, ხოლო საკრედიტო პორტფელი 18%-იდ ოდენობით განისაზღვრა. გილაურის განცხადებით, საჭიროა აღინიშნოს ტურისტთა რაოდენობის ზრდა, რაც ციფრებში 40%-იან ზრდას შეადგენს და ეს კარგად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზეც. მისი ინფორმაციით, 20-21%-ით ასევე გაიზარდა ავტომანქანათა და უძრავი ქონების რეალიზაციის მაჩვენებელი. საბიუჯეტი დეფიციტი 6%-ის სიდიდით განისაზღვრა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 11.2%-ს შეადგენს. „ეს ცუდი მაჩვენებელია და უმჯობესი იქნებოდა, თუ მეტ კერძო პირდაპირ ინვესტიციას ექნებოდა ადგილი. იმედი მაქვს, 2011 წელს სწორედ ასეც იქნება. მიმდინარე წელს უცხოურმა შემოსულობებმა შეცვალა კერძო ინვესტიციები, ვინაიდან, სამწუხაროდ, კერძო ინვესტიცია ესოდენ მაღალი არ ყოფილა. ასევე სასურველია, უკეთესი იყოს მაჩვენებლები ინფლაციის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს მან 10.5% შეადგინა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს შეჩერდეს“, - აღნიშნა პრემიერმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_914.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 23:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.