aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 საქართველოში უნიკალური მთის სოფელი „ბაკურიანი“ გაჩნდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კომპანია Mountain Village უნიკალური მთის სოფელ „ბაკურიანის“ მშენებლობის პროექტს იწყებს. როგორც „ბიზნეს-საქართველო“ გადმოსცემს, პროექტის რეალიზაცია ქვეყნის ერთსახელიან რაიონში განხორციელდება.
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:55 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა 30.5 პროცენტით გაიზარდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის პირველ კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვის მოცულობა, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.5 პროცენტით გაიზარდა და 88.5 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო პროდუქციის გამოშვების მოცულობა 29.7 პროცენტით გაიზარდა და 83.5 მილიონი ლარი შეადგინა.
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:54 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში კვების პროდუქტების ფასების შემცირება არ შეინიშნება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
აისახა თუ არა საქართველოში ინფლაციის მკვეთრი შემცირება ძირითად კვების პროდუქტებზე? ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ინფლაცია კიდევ უფრო მეტად შემცირდება და, შესაძლოა, მიზნობრივ 6%-იან მაჩვენებელზე ქევმოთ დაეცემა.
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:54 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 AFBA: ნაგვის გადახდის სისტემა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ნაგვის გადახდის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც ტარიფი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობიდან გამოითვლება, უკანონოა, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მსოფლიოში ანალოგები არა აქვს, აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. როგორც ასოციაციის წარმომადგენლებმა გუშინ, 22 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადეს, გადახდის ამგვარი სისტემის შედარება შეიძლება ხარკთან თათარ-მონღოლური უღელის დროს.
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:53 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს ბანკმა ანაკლიაში სასტმურო "ოქროს საწმისის" მშენებლობა დააფინანსა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ბანკმა ანაკლიაში სასტუმრო "ოქროს საწმისის" მშენებლობა 2 მილიონი დოლარით დააფინანსა. სასტუმროს სადღესასწაულო გახსნა დღეს შედგება.
განათავსა - consul | 22 აგვ. 2011, 20:16 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 ჩავარდება თუ არა წელს ცხვრის ექსპორტი? ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოდან ცხვრის ექსპორტის შემცირებას ადასტურებს. ამის მიზეზად ბაკურ კვეზერელი ტრანსპორტირებაში წარმოშობილ პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს საკუთარი თვითმფრინავები არა აქვთ, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირების სერვისით იქნებოდა აღჭურვილი, ამიტომ მათ ამ თვითმფრინავების დაქირავება უხდებათ და, როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში არ შედის. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ცხვრის ტრანსპორტირებითაა დაკავებულები, ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო სატრანსპორტო რესურსები არ ჰყოფნით, ამიტომ ექსპორტიც შემცირდა. მიუხედავად ამისა, მინისტრი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ცხვრის ექსპორტი არ ჩავარდება და მაჩვენებლები პოზიტიური იქნება. „ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენი ცხვარი წავა საქართველოდან ექსპორტზე. ცხვრის ექსპორტის სეზონი ჯერ არ დამდგარა. ცხვრის გატანა სექტემბერში იწყება და იმედი მაქვს, ამ დროისთვის ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი გამოსწორდება და რაფინირდება და ავიაკომპანიებსაც ამ მიმართულებით ინტერესი გაუჩნდება“, - თქვა კვეზერელმა.
განათავსა - Drakula | 18 აგვ. 2011, 20:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო KfW-საგან დამატებით 39 მლნ ევროს მიიღებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
18 აგვისტოს ბათუმში საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების გერმანულ ბანკს (KfW) შორის გაფორმდება მორიგი შეთანხმება ბათუმის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 39 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.
განათავსა - Drakula | 17 აგვ. 2011, 19:27 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიო ბანკი სურსათის ფასების ზრდით შეშფოთებულია ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მსოფლიოში საკვები პროდუქტების მაღალი ფასები საშიშ სიტუაციას წარმოშობს განვითარებად ქვეყნებში, სადაც მწვავეა შიმშილის პრობლემა და საკმარისი არ არის სასმელი წყალი.
განათავსა - Drakula | 16 აგვ. 2011, 20:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2010 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 814 მლნ დოლარი შეადგინა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ თავის საბოლოო მოხსენებაში, რომელიც 15 აგვისტოს გამოქვეყნდა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა (საქსტატმა) დააზუსტა 2010 წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული წინასწარი მონაცემები და ინვესტიციების მოცულობის მონაცემები 553.1 მლნ დოლარიდან 814 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
განათავსა - Drakula | 16 აგვ. 2011, 20:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „პეგასუსი“: 2011 წლის ზაფხულის სეზონმა რეალურად აჩვენა კრიზისის დაძლევა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ავიაკომპანიები მიმდინარე ტურისტული სეზონით კმაყოფილები არიან. კომპანია „პეგასუსის“ ქართული წარმომადგენლობის უფროსის ლევან ელიზბარაშვილის თქმით, 2009-2010 წლებისაგან განსხვავებით, 2011 წლის ზაფხულის სეზონმა აჩვენა, რომ საქართველოში კრიზისი დაძლეულია და, ამასთან, რიგი მოქალაქეების დონეზეა დაძლეული.
განათავსა - Drakula | 15 აგვ. 2011, 21:34 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian