ეკონომიკა: "გაზპრომი" ჩეხეთს გაზს მიაწოდებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
რუსეთის გაზის მონოპოლიამ "გაზპრომმა" თავისი შვილობილი კომპანიის "ვემექსის" მეშვეობით RSP Energy-ის აქციების 51 პროცენტი შეისყიდა, რომელიც გაზსა და ელექტროენერგიას ჩეხეთის მოსახლეობას აწოდებს. ამგვარად, როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, "გაზპრომმა "პირველად მიაღწია იმას, რომ ჩეხეთში არა მხოლოდ საწვავის ექსპორტირება განეხორციელებინა და მიეყიდა ის მსხვილ და საშუალო კომპანიებისათვის, არამედ საოჯახო ბიზნესშიც კი ჩაერთო. გარიგების საფასური ჯერჯერობით არ სახელდება. პრეს-რელიზის კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ხელშეკრულების თაობაზე არაფერი არ გამოქვეყნებულა. დღეისათვის "გაზპრომს" ჩეხეთშისთვის გაზის მიწოდების თაობაზე კონტრაქტი აქვს, რომელიც 2035 წლამდე იმოქმედებს. ამსი გარდა, 2006 წლის მარტში, " გაზპრომ ექსპორტმა" "ვამექსთან" გააფორმა ხელშეკრულება საბოლოო მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების თაობაზე. ამასთან ერთად "ვამექსის" მეშვეობით მიმდინარეობს მცირე რაოდენობის გადაზიდვა:სულ ჩეხეთში 2010 წელს ექსპორტირებული იქნა 8,6 მილიარდი კუბამეტრი გაზი, ხოლო საბოლოო მომხმარებლებს "გაზპრომმა" 0,5 მილიარდი მიჰყიდა. "გაზპრომი" ევროპის ბევრ ქვეყანაში ცდილობს კომპანიების შესყიდვას, რადგან გაზის მისყიდვა საბოლოო მომხმარებლებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე საწვავის მიწოდება ამა თუ იმ ქვეყნის საზღვრამდე. ევროპაში "გაზპრომის" ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გაწევას საკანონმდებლო ზომებით ცდილობენ, რომელბიც მომპოვებელ კომპანიებს გაზგამანაწილებელი ქსელი ქონას ურძალავს. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3383.html
| |||
განათავსა - consul | 08 სექ. 2011, 20:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.