საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეები ნაღდი ფულით გადახდას ანიჭებენ უპირატესობას | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() საშუალო შემოსავლის მქონე თბილისელის საფულეში დღეში 20 ლარი დევს. უმრავლესობა არასდროს ამბობს უარს ხურდა ფულზე. ამასთან ერთად, ხურდა ფოლის ქონა უფრო უყვართ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. ბოლო წლებში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათებით შეიძლება. ერთი თვის წინ მგზავრობის გადახდა სპეციალური ბარათებით მიკროავტობუსებშიც გახდა შესაძლებელი. გამოკითხულთა 60%-ის აზრით, ეს ხურდა ფულის გამოყენებას შეამცირებს. ბოლო წლებში გაცემული პლასტიკური ბარათების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წლის ივლისში პლასტიკური ბარათების რიცხვმა 252 967 შეადგინა, მათგან 102 661 მოქმედია. 2011 წლის ივლისში ბარათების რაოდენობამ 291 702 შეადგინა, მათგან 120 168 მოქმედია. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა ნაღდი ფულით გადახდას ამჯობინებს. ისინი აცხადებს, რომ მათთვის პლასტიკური ბარათებით გადახდა მოუხერხებელია. „დარწმუნებული არა ვარ, რომ ყველა მაღაზიაში, სადაც საყიდლებისთვის მივდივარ, საბანკო ტერმინალი იქნება. ამიტომ, ზედმეტი პრობლემები რომ არ მქონდეს, ნაღდი ფული დამაქვს“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3370.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 სექ. 2011, 19:32 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.