ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 1 აგვისტოსთვის 5 მილიარდი შეადგინა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() სებ-ის მონაცემებით, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 67.7% შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2.4%-ით ნაკლებია. საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა ვადიან დეპოზიტებზე 8.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტენზე - 11.7 პროცენტი, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.8 პროცენტი. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების წილმა 74.2 პროცენტი, ხოლო ევროში განთავსებულებისა - 19.7 პროცენტი შეადგინა. ანაბრების მიხედვით განაკვეთები ბანკის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, TBC-ბანკში განაკვეთი ვადიან ანაბარზე 24 თვის ვადით ეროვნულ ვალუტაში 13%-ს შეადგენს. საქართველოს ბანკში განაკვეთი ანაბარზე იმავე პარამეტრებით - ასევე 13%-ია, მაგრამ 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ბანკი ატარებს აქციას, რომლის მსვლელობაშიც ყველა ახალ კლიენტს, რომელიც ვადიანი ანაბრით ისარგებლებს, დაემატება 1%. ლიბერთი ბანკი ვადიან ანაბარს 15.5%-იანი განაკვეთით სთავაზობს. ამავე დროს, ბანკები დამატებით მომსახურებებს სთავაზობენ, როგორიცაა დაბალპროცენტიანი კრედიტები ვადიანი ანაბრების მფლობელებისათვის. აშშ დოლარებში განაკვეთები ზემოაღნიშნულ ანაბარზე ზემოჩამოთვლილ ბანკებში შეადგენს: TBC-ბანკი - 9.00%, საქართველოს ბანკი - 9.00%+1%, ლივერთი ბანკი - 10.50%. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3363.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:49 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.