ეკონომიკა: HSBC საქართველოდან მიდის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
გლობალური სტრატეგიის შეცვლის შედეგად ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ბანკის ქართული წარმომადგენლობის განცხადებაში. „გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე წლის მაისში HSBC-ის ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე „სტრატეგიული ძირის“ შესახებ ბიზნეს-პორტფელის გადახედვის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ბანკის კაპიტალის გადანაწილებას და ეს მიმართულია იმისკენ, რომ ბანკი წამყვანი საერთაშორისო ბანკი გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. ქართული ბაზრიდან წასვლა არის ლოგიკური გაგრძელება HSBC-ის გადაწყვეტილებისა პოლონეთსა და რუსეთში საცალო ბიზნესის დახურვის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში. HSBC-ის მფლობელობაში მყოფი კომპანია "HSBC საქართველოს“ დახურვის პროცესი ბიზნესის მომსახურების შეჩერებით დაიწყება. მიუხედავად ამისა, კონტრაქტების მიხედვით ყველა ვალდებულება ბოლომდე შესრულდება. „HSBC საქართველოს“ საბოლოო დახურვა 2012 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. დარჩენილ დროში უზრუნველყოფილი იქნება კლიენტთა გადასვლა სხვა საბანკო სისტემებში. როგორც „HSBC საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა გაი ლუისმა განაცხადა, ბანკი არასრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობდა და, მიუხედავად ქვეყანაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, ქართული ბაზრიდან უმტკივნეულო წასვლის დრო მოვიდა. „ამისათვის ჩვენ დროულად ვაწოდებთ ინფორმაციას ბანკის დახურვის შესახებ მარეგულირებელ კომისიებს და მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს საქართველოში თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3350.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 სექ. 2011, 19:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.