გარემო: მიწისძვრამ თურქეთში შესაძლოა ვულკანი ნემრუტი გააღვიძოს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() მთა ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე დგას. მწვერვალზე ქვაბში ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ 2 ლამაზი ტბა წარმოიშვა. ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებს დიდი ზიანი მიეყენებათ, ვინაიდან თუ კლდოვანი ქანი გაიბზარება, ტბის წყლებს დიდი განადგურების გამოწვევა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:41 საათზე, თურქეთში ვანის პროვინციაში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ერთსახელიან ქალაქ ვანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 38-ე კილომეტრში, ტაბანლას სოფელთან მდებარეობდა. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ბიძგები ჯერ კიდევ გრძელდება. ბოლო 48 საათის განმავლობაში ვანის პროვინციაში 400-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 366-ს, ხოლო დაჭრილთა რიცხვმა - 1301-ს მიაღწია. გასულ ღამეს გადაარჩინეს 9 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევებში 34 საათი გაატარა, ასევე 18 წლის მამაკაცი, რომელიც შიშსა და სიბნელეში 32 საათი იმყოფებოდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3757.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:49 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.