ეკონომიკა: საფრანგეთი ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა | მსოფლიოს ამბები | ||
საფრანგეთი მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი გახდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით თავის მთავარ მეტოქეს - იტალიას გაუსწრო. როგორც კვირას, 30 ოქტომბერს, საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 50.2 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. იტალიელი მეღვინეებისათვის მიმდინარე წელი ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა - მათ ბაზარზე 42 მლნ ჰექტოლიტრი ალკოჰოლური სასმელის მიწოდება შეძლეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე თითქმის 17 პროცენტით ნაკლებია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იტალიის მეღვინეობის მეურნეობების მწარმოებლურობის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყანაში ყურძნის პლანტაციების ფართობების შემცირებით არის გამოწვეული. ანალოგიური სიტუაცია მიმდინარე წლის განმავლობაში ესპანეთშიც შეინიშნებოდა, სადაც 36.5 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული. საფრანგეთში ღვინის წარმოების მოცულობათა ზრდის მიუხედავად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მისი ფასები უახლოეს მომავალში არ შემცირდება. „წელს ევროპაში ყურძნის მოსავალი ჩვეულებრივზე უფრო პატარა აღმოჩნდა, ასე რომ ფრანგი მეღვინეების წარმატებები ფასწარმოქმნაზე არ იმოქმედებს“, - დარწმუნებულია საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის თავმჯდომარე დენი ვერდიე. ამჟამად ერთი ბოთლი სუფრის ფრანგული ღვინო ევროკავშირში დაახლოებით 10 ევრო ღირს. ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ევროზონაში არსებული კრიზისის გამო გამყიდვლებმა შესაძლოა ალკოჰოლის ფასები გაზარდონ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3781.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.