| ბაქრაძე: საქართველო რუსეთში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა | | საქართველოს ამბები |
საქართველოს პარლამენტის უფროსმა დავით ბაქრაძემ კიევში ვიდეოხიდის მსვლელობაში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. „რუსეთის მიმართ პოლიტიკური პროგნოზების კეთება უმადურია. მაგრამ მე ვუერთდები იმ საერთაშორისო მისიების მიერ რუსეთის არჩევნების შეფასებას, რომლებიც მათ თვალყურს ადევნებდნენ. რუსეთში მიმდინარე პროცესები საქართველოსა და უკრაინაზე აისახება. ის, რასაც დღეს რუსეთში ვხედავთ, სიტყვიერი კონფრონტაციაა, დადანაშაულება კონსპირაციის თეორიებში. ეს ევროპასთან ნორმალურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ნორმალურ პროცესებს რუსეთში ხელს არ უწყობს“, - თქვა მან.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ | | საქართველოს ამბები |
აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ. ამის შესახებ ნათქვამია „აჭარაში ტურისტთა გამოკვლევაში“. გამოკვლევა „ACT გამოკვლევამ“ UNDP-ის დაკვეთით მოამზადა. გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც მკვეთრად, ერთი მხრივ, ტურისტთა რაოდენობაზე, მეორე მხრივ კი, უცხოური ინვესტიციების მოცულობებზე აისახება. ასევე აღნიშნულია, რომ აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი (მაღალმთიანი აჭარა) იზიდავთ. შესაბამისად, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების სამუშაოები, რათა რეგიონი ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს იყოს მიმზიდველი.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოში მიწისძვრა მოხდა | | საქართველოს ამბები |
2,7 მაგნიტუტის სიმძლავრის მქონე მიწიძისვრა დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონში, ქალაქ ონთან ახლოს მოხდა. ამის შესახებ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწისძვრის შემსწავლელმა ინსტიტუტის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, მიწისძვრა თბილისი დროით 16.13 საათზე მოხდა.
|
განათავსა - consul | 07 დეკ. 2011, 19:36 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|