საზოგადოება: საკევარიშვილი: საქართველოს მედია-ბაზარზე საქმიანი ბიზნეს-გამოცემების „შიმშილი“ იგრძნობა | საქართველოს ამბები | ||
„ფორბსის“ ქართულენოვანი გამოცემის მთავარი რედაქტორის რეზო საკევარიშვილის აზრით, „ქართულ მედია-ბაზარზე საქმიანი ბიზნეს-გამოცემების „შიმშილი“ იგრძნობა“. ამის შესახებ საკევარიშვილმა გუშინ, 8 დეკემბერს, ქართული „ფორბსის“ პრეზენტაციაზე განაცხადა და დაამატა, რომ „ქართულ ბაზარზე ჟურნალის შემოსვლა ბოლო დროს მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებით არის განპირობებული“. „ფორბს ჯორჯია“ გახლავთ ყოველთვლიური გამოცემა 3000 ეგზემპლარის ტირაჟით. ჟურნალის მთავარი იდეოლოგიაა იმ ადამიანების, იდეებისა და ტექნოლოგიების ძიება, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან და მათ შესახებ მკითხველებისათვის მოყოლა. ამავე დროს, ჩვენი მიზანია ქართველი საზოგადოებისთვის მოყოლა ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის მიღწევების, ცალკეული მეწარმეებისა და სხვადასხვა პროფესიების ადამიანების წარმატების ისტორიის შესახებ“, - განაცხადა საკევარიშვილმა. „ფორბს ჯორჯია“ თავისუფალ გაყიდვაში იქნება. ჟურნალი 10 ლარი ეღირება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4114.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.