aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ჯონ ბასი: საქართველოს მომავალი არჩევნები საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ჩვენ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიმე კანდიდატს ან პარტიას მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ და მუშაობას გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ხალხთან თავისუფლების მისაღწევად, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ვიდეომიმართვაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. „შემდეგი ორი წელი ქართული ხალხისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა კიდევ უფრო დემოკრატიული, პლურალისტიკური და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთოს. მხოლოდ მთავრობები ძლიერ დემოკრატიას, ზრდად ეკონომიკასა ან სტაბილურ საზოგადოებას ვერ ააშენებენ. თავად ხალხი ირჩევს ოფიციალურ პირებს, მათ პასუხისმგებლობას აკისრებს საამომრჩევლო ურნის მეშვეობით, ეს პირები კი მათ თავისუფლებას იცავენ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:05 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი რუსეთში მოქმედი „უსამართლობის სისტემის“ დასრულებას პროგნოზირებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთში არჩევნების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს „დიდი პროცესის დასაწყისია“, რომელიც ბოლოს მოუღებს „უსამართლო სისტემას, რომელიც მანდ არსებობს“. „აგერ თქვენ დაინახეთ, რა ხდება, მაგალითად, ჩვენგან ჩრდილოეთით. ის, რაც მანდ ხდება, მხოლოდ დიდი პროცესის დასაწყისია, რომელიც ბოლოს მოუღებს უსამართლობას, უსამართლობის სისტემას, რომელიც მანდ არსებობს“, - განაცხადა სააკაშვილმა გუშინ, 10 დეკემბერს.
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:04 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ჩხუბის გამო 15 დღით დააპატიმრეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის ცემისთვის 15 დღით დააპატიმრეს. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის სამოქალაქო სასამართლომ მიიღო, იუწყება “GHN“. სამართალდამცავებმა მოროშკინა გუშინ, 10 დეკემბერს, დილით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ თავის კოლეგას, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს ფიზიკურად გაუსწორდა გადაცემა „ნანუკას შოუს“ ჩაწერის შემდეგ, რომელზედაც სხვადასხვა ნომინაციებში პრემიების გადაცემა ხდებოდა.
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:04 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბაქრაძე: საქართველო ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პარლამენტის უფროსის დავით ბაქრაძის აზრით, რესპუბლიკა ევროპის კავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანდება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პროცესები ნორმალურად მიმდინარეობდეს, არ ართულებდეს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ევროპაში ინტეგრაციის განმსაზღვრელი ქვეყანაა. „ჩვენთვის უკრაინა ევროპაში ნიშნავს, რომ სსრკ არასდროს განმეორდება“, - ხაზი გაუსვა ბაქრაძემ.
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:03 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბათუ ქუთელია: საქართველო ნატოში სრულუფლებიან წევრობასთან ახლოსაა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო ნატოში ინტეგრაციის ფინალურ ეტაპზე იმყოფება, განაცხადა პარასკევს, 9 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს უფროსის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, როდესაც კომენტარს აკეთებდა ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, ხსენებასთან დაკავშირებით.
განათავსა - Drakula | 10 დეკ. 2011, 18:57 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ედუარდ კოკოითი წავიდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ედუარდ კოკოითმა სამხრეთ ოსეთის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, ხოლო ალა ჯიოევამ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, იუწყება “GHN“. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტობის ექს-კანდიდატს ალა ჯიოევასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს სერგეი ვინოკუროვს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გადმოსცემს, მოლაპარაკებების შედეგი გახდა ედუარდ კოკოთისა და ალა ჯიოევას მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც სეპარატისტთა ლიდერი 10 დეკემბერს უნდა გადამდგარიყო, ხოლო ჯიოევას თავისი მომხრეები ცხინვალის ცენტრალური მოედნიდან გაეყვანა. ამას გარდა, მას 2012 წლის 25 მარტს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება.
განათავსა - Drakula | 10 დეკ. 2011, 18:56 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო პირველად იქნა ნახსენები ბრიუსელში მიღებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში ნატოს ასპირანტ ქვეყნად, განაცხადა ხუთშაბათს, 8 დეკებერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა დონეზე ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიხსნა.
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:42 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 IRI-ის გამოკვლევის თანახმად, საქართველოს რეგიონებს ყველაზე ხშირად მიხეილ სააკაშვილი სტუმრობს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს რეგიონებს ყველაზე ხშირად მიხეილ სააკაშვილი სტუმრობს.
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:40 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გილაური: საზოგადოება რეალურად იგრძნობს რეფორმებს ჯანდაცვაში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ჯანდაცვა საქართველოს 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი უმნშვნელოვანესი მიმართულებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:39 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი კოალიციურ მთავრობას შექმნიან საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეძლებენ შეთანხმებასა და კოალიციური მთავრობის შექმნას, რომელშიც პრემიერი იქნება სააკაშვილი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი. ან პირიქით... როგორც დღეს, 9 დეკემბერს, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, იმას, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის გუნდებს შორის რაღაც შეთანხმება უკვე არსებობს, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემები მოწმობს.
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 დეკემბერი 2024
  • English Georgian