პოლიტიკა: მამუკა ღლონტი: სასამართლომ აჩვენა, რომ „მაესტროს“ არა კიწმარიშვილი, არამედ სააკაშვილი ებრძვის | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „დიახ, მე ამ ინფორმაციას ვადასტურებ. „მაესტროს“ არა ეროსი კიწმარიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილი ებრძვის. ჩვენ ჩვენი წილების გაყიდვას ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ მათ გაყიდვას არც ვაპირებდით. ამით მხოლოდ სააკაშვილის, კიწმარიშვილისა და ოქრუაშვილის ლუსტრაცია მოხდა“, - თქვა ღლონტმა „GHN“-სთან საუბრისას, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა. შეგახსენებთ, დღეს, 7 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ 100%-იანი წილი დააყადაღა. შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ გარშემო სკანდალი მას მერე გაიჩაღა, რაც მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი თანმხლებ პირებთან ერთად ღობეზე გადაძვრა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძისა და მისი ერთ-ერთ დამფუძნებლისა და პროდიუსერის მამუკა ღლონტის გათავისუფლების ბრძანებით. ამასთან ერთად, მან განაცხადა, რომ ტვ-ში 4.5 მილიონი ჩადო და აპირებს სარედაქციო პოლიტიკას დამფუძნებლებთან კონტრაქტის ამოწურვის ვადამდე - 2012 წლის დეკემბრამდე უხელმძღვანელოს. „მაესტროს“ დამფუძნებლები გიორგი ებრალიძე, ლევან ჩიკვაიძე, ეკატერინე აკობია, მამუკა ღლონტი, ილია კიკაბიძე და მაკა ასათიანი არიან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4100.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.