საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას ომის ეშინია | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ის ეროვნული რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საზოგადოებრივი მოსაზრების ჩატარებული გამოკვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობას ყველაზე მეტად ომის ეშინია. პასუხები შეკითხვაზე „რა იწვევს ყველაზე დიდ შიშს“, შემდეგნაირად გადანაწილდა: ომი - 31%, რუსეთის აგრესია - 9%, შიდა კონფრონტაცია - 6%, ტერიტორიების დაკარგვა - 5%, ეკონომიკური სიტუაცია - 4%, უმუშევრობა - 4%, სიღარიბე - 4%, ტრადიციების დაკარგვა - 1%, ხოლო გამოკითხულთა 4%-ს არაფრის ეშინია. გამოკითხულთა 18%-ს აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არა აქვს. სოციოლოგიური გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ტარდებოდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4101.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 დეკ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.