aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 საბაჟო კავშირი მწარმოებლებს სიგარეტებზე „საშინელი“ სურათების განთავსებას დაავალდებულებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
2014 წელს საბაჟო კავშირის (სკ) ქვეყნებში შეიძლება ძალაში შევიდეს კანონი, რომელიც მწარმოებლებს სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების სურათების ან ფოტოების დატანას დაავალდებულებს. ამის შესახებ შეტყობინებულია პროექტში „ტექნიკური რეგლამენტი თამბაქოს პროდუქციაზე“, რომელიც საჯარო განხილვისთვის სკ-ის კომისიის საიტზეა ხელმისაწვდომი. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილებების ესკიზები უკვე მუშავდება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:56 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გვინდაძე: პოლიტიკური მიზნებით პენსიების გაზრდა მიუღებელია ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს პოლიტიკური მიზნებით პენსიების გაზრდა დაუშვებლად მიაჩნია. ეს განცხადება მან გააკეთა დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე, რაც გახლდათ პასუხი ფრაქცია ერთიანობა სამართლიანობისთვის“ დეპუტატების მიერ შეხსენებაზე მმართველი პარტიის დაპირების თაობაზე, რომელიც პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:55 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გაიშიფრა საიდუმლო გერმანული საზოგადოების ჩანაწერები მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მათემატიკოსებმა XVIII საუკუნის საიდუმლო მანუსკრიპტის გაშიფვრა შეძლეს, რომელიც ცნობილია როგორც კოპიალის შიფრი (Copiale Cipher). ამის შესახებ შეტყობინებულია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საიტზე, რომლის თანამშრომლებიც მუშაობაში მონაწილეობდნენ.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:54 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჟან-კლოდ მინიონი: „ახალგორმა ბერლინის კედელი გამახსენა“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
PACE-ში საფრანგეთის დეპუტაციის ლიდერს ახალგორმა ბერლინის კედელი გაახსენა. ამის შესახებ ჟან-კლოდ მინიონმა საქართველოში ვიზიტის უკანასკნელ დღეს განაცხადა. მისი თქმით, როდესაც თავად დაინახა საოკუპაციო ხაზი თბილისის მახლობლად ოძისის სოფელში, მან ის წლები გაიხსენა, როდესაც ჯარში მსახურობის დროს ბერლინში გარკვეული პერიოდი გაატარა და ორ ნაწილად დაყოფილ გერმანულ ქალაქს ხედავდა. მომავალი წლიდან, მინიონი ოფიციალურად დაიკავებს PACE-ის პრეზიდენტის თანამდებობას.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:53 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სია შეადგინა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჟურნალ Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი პიროვნებების სია შეადგინა. ზედიზედ მეორე წელია, ტოპ-სიას სათავეში ჩაუდგა მაიკლ ჯექსონი, რომლის სიკვდილის შემდგომმა შემოსავალმა წლის განმავლობაში (2010 წლის ოქტომბრიდან) 170 მილიონი დოლარი შეადგინა. 2010 წელს პოპ-მუსიკის ალბომების გაყიდვებიდან და დოკუმენტურ ფილმ „This Is It“-დან მიღებულმა შემოსავლებმა 275 მილიონი დოლარი შეადგინა.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:52 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიოს უძველესი ბანკი სავალო კრიზისის მსხვერპლი გახდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიოს უძველესი ბანკი, იტალიური Monte dei Paschi, ინვესტორებს დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართავს. როგორც The Wall Street Journal წერს, ბანკი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მის აქტივებში იტალიის სახელმწიფო ვალების არსებობის გამო აღმოჩნდა. Monte dei Paschi-სთვის აუცილებელი ინვესტიციების სიდიდე 2-დან 2.8 მილიარდამდე ევროს შეადგენს. ბანკი იტალიის მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია: მას ქვეყნის სახელმწიფო ვალის 32.5 მილიარდი ევრო ეკუთვნის.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გოროზია: 2015 წლისთვის ქართული ღვინის წარმოება 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ქვეყნის სტრატეგიული გეგმის თანახმად, 2015 წლისთვის ნავარაუდევია ქართული ღვინის ექსპორტის გაორმაგება, ხოლო წარმოების 50 პროცენტით გაზრდა. ამის შესახებ რაჭის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ განაცხადა.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:50 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს ეროვნული ბანკის უფროსი ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროგრესზე მიუთითებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ გაისად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით მრავალი პროგრესული ნაბიჯის შესახებ საუბარს შეძლებს. ამის შესახებ მან განაცხადა დეპუტატ გურამ ჩახვაძის საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, როგორია დღესდღეობით სიტუაცია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და რა იგეგმება აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მურღულია: სახელმწიფო ვალის აღება მიზანშეწონილია მაშინ, თუ იგი ქვეყნის ეკონომიკურგანვითარებასმოხმარდე ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ეკონომიკის საკითხების ექსპერტის შოთა მურღულიას აზრით, „დამატებითი სახელმწიფო ვალის აღება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ეს ფული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება“. ასეთი კომენტარი გაუკეთა მურღულიამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც „სახელმწიფომ თამამად უნდა გააგრძელოს ვალების აღება“.
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტს 2010 წლის ანგარიში წარუდგინა. როგორც მან საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 2010 წელი ძალიან პოზიტიური იყო, ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა, ხოლო უმრავლესი მიმართულებით, გადააჭარბა მათ.
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:53 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2024
  • English Georgian