| საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში | | საქართველოს ამბები |
საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში დასახელდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაიკავა 76-ე ადგილი ინდექსით 0.733. იგივე მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინას აქვს. საქართველო უსწრებს სომხეთსა (86) და აზერბაიჯანს (91). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ დონეზე ასევე აღმოჩნდა რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყოფილი სსრკ-ის ყველა სახელმწიფოს შორის ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე სახელმწიფოთა პირველ ჯგუფში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა მოახერხა მოხვედრა: ესტონეთს 34-ე ადგილი უკავია, ლიტვას - მე-40, ლატვიას - 43-ე. ამის შესახებ შეტყობინებულია „მოხსენებაში ადამიანის განვითარების შესახებ 2011“ (Human Development Report 2011), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მიერ არის მომზადებული.
|
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში | | ბიზნესი და ეკონომიკა |
„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასის დონე სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში 13.9%-ით და 13%-ით გაიზარდა. სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია ოპერაციები უძრავ ქონებასთან, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (საშუალო თვიური ხელფასი - 882.9 ლარი), ყველაზე დაბალანაზღაურებადია - თევზეულის რეწვა-მეთევზეობა (საშუალო თვიური ხელფასი - 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ფინანსური საქმიანობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია (საშუალო თვიური ხელფასი - 1476.3 ლარი), ხოლო განათლება - ყველაზე დაბალანაზღაურებადი (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი).
|
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 2.3-ჯერ გაიზარდა | | ბიზნესი და ეკონომიკა |
2011 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საბანკო სექტორმა 215 მლნ ლარის (ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 130.3 მლნ დოლარის) ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. შარშან კი ეს მაჩვენებელი 95.3 მლნ ლარს (1 დოლარი - 1.65 ლარი) შეადგენდა, იტყობინება ეროვნული ბანკი. 2011 წლის სექტემბრის შედეგებით წმინდა მოგებამ 33 მლნ ლარი შეადგინა (23.6 მლნ ლარი 2010 წლის სექტემბერში). 2011 წლის 1 ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების ერთობლივმა აქტივებმა 11 მლრდ 975.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 206.5 მლნ ლარით მეტია.
|
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:24 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა | | საქართველოს ამბები |
საქართველო რუსეთთან მსო-ში შესვლის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დაცვით წარმოებდა, განაცხადა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ქართულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელიც 9-10 ნოემბერს შვეიცარიაში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდს ჩაატარებს. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1992 წლიდან საქართველო იმ ტვირთების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფას ცდილობს, რომლებიც საქართველოში ჩამოდის და საქართველოს შიგნით გადაადგილდება, საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გათვალისწინებით.
|
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:23 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს | | ბიზნესი და ეკონომიკა |
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს, აქედან უმსხვილესი იმპორტიორი უკრაინაა. ამ ქვეყნიდან 2011 წლის 6 თვის განმავლობაში 1 373.0 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 064.0 ათასი ტონით, შემდეგ მოდის რუსეთი 557.6 ათასი ტონა ლუდით. გერმანიიდან ლუდის იმპორტმა 349.7 ათასი ტონა შეადგინა, ნიდერლანდებიდან - 224.0 ათასი ტონა, ჩეხეთიდან - 175.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან - 44.8 ათასი ტონა, დანიიდან - 35.7 ათასი ტონა. საქართველოში ლუდის იმპორტი ხდება ასევე ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ორი ქვეყნიდან საქართველოში საერთო ჯამში 3 900.6 ათასი ტონა ლუდი შემოდის.
|
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:22 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1.5 | ვრცლად... |
|
|