ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() „ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ისაა, რომ თუ 2005-2007 წლებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო, 2010 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ ექსპორტი და მომსახურების სექტორიდან მიღებული შემოსავალი. ბოლო წლების განმავლობაში პირველად მნიშვნელოვანი შემოსავალი ტურიზმის სფეროდან შემოვიდა“, - აღნიშნა ქადაგიძემ. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა იყო ინფლაცია, რომელიც წლის მეორე ნახევარში, მსოფლიო ბაზრებზე განვითარებადი მოვლენებისა და ცუდი მოსავლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ჩვენ ვამბობდით, რომ ეს გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული და მაჩვენებელი უწინდელ დონეს წლის მეორე ნახევრისთვის დაუბრუნდებოდა, რისი მოწმენიც გავხდით კიდეც. ჩვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ვითომ-და, მიზანშეუწონლად გამოვუშვით ბაზარზე დიდი მობულობის ფული, არასწორი იყო, რაც დრომ აჩვენა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3762.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:53 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.