aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალ რეგულაციას დააწესებენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდას მოითხოვს და ამ მიზნით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, 2012 წლიდან სადაზღვევო კომპანიებს ყოველთვიური ანგარიშების წარმოდგენა მოუწევთ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობის დონეს სადაზღვევო სექტორში, რაც, თავის მხრივ, კომპანიების მიმართ მოსახლეობის ნდობას გაზრდის.
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახურმა განაცხადა. ქართული მინერალური წყლის მომხმარებელთა შორისაა პოსტსაბჭოთა სივრცის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ახალი ზელანდიაც კი.
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სენსაციური აღმოჩენა თრუსოს ხეობაში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში, ქვეყნის პატრიარქის კურთხევით გაიხსნა იოსებ მოხევის საფლავი. საფლავის გახსნამ ადამიანები დაშოკა, ვინაიდან სასულიერო პირის სხეული და გული უხრწნელი აღმოჩნდა.
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:32 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბრიტანელთა ახალ თაობას ალკოჰოლოზმი ემუქრება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბრიტანელი მოზარდების მნიშვნელოვანი რიცხვი იმაზე უფრო მეტ ალკოჰოლს სვამს, ვიდრე კვირის რეკომენდებული ნორმაა ზრდასრულებისთვის. ამას 80 ათასზე მეტი ბრიტანელი სკოლის მოსწავლეების გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:53 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა გაიხსნა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა შაბათს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში გაიხსნა. ინტერნეტში ახალი საიტი თავის სტუმრებს სთავაზობს „გაისეირნოს“ ვირტუალურ ექსპოზიციაზე, რომელიც 120-ზე მეტი ფრანგული კომპანიის პროდუქციას წარადგენს. „ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვექმნა ინტერნეტ-გვერდი, რომელზეც მცირე და საშუალო მეწარმეთა პროდუქცია იქნებოდა წარმოდგენილი. პროექტს ბაზრობა უწოდეს“, - მოყვა ქრისტოფ მინიემ, Aerial Conseil-ის წარმომადგენელმა. Aerial Conseilპატარა ფირმაა ფრანგულ ქალაქ ნანტიდან და სწორედ იგი იყო დაკავებული საიტის შემუშავებით.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:51 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველომ რუსეთს მსო-ში ყველაფერი დაუთმო, რაც შეეძლო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი გამხდარიყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგზე. გასული კვირის ბოლოს ქართულმა სსს-მ განაცხადა, რომ საქართველო შვეიცარული მხარის კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა ქვეყანამ, რუსეთსა და საქართველოს მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შესთავაზა. კალანდაძემ შეთანხმების დეტალების კონკრეტიზაციისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:50 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 წელს საქართველოში მკვეთრად შემცირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
სანქციების გამკაცრებისა და უსაფრთხოების ქამრების სავალდებულო გამოყენების შემოღების შემდეგ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (სსშ) მთავარ მიზეზად რჩება სიჩქარის გადაჭარბება და სანტრასპორტო საშუალების ტარება არაფხიზელ მდგომარეობაში.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:46 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ერიკა ბადუ: ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან დარეგულირებას საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან გადაჭრას“, - განაცხადა თბილისის ჯაზის ფესტივალის დახურვაზე ერიკა ბადუმ. „ვიცი, რომ საქართველო არა ერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. მე ყოველთვის ვიყავი ნებისმიერი ომის წინააღმდეგი, რადგან მასში, პირველ რიგში, მშვიდობიანი ხალხი იტანჯება“, - განაცხადა ერიკა ბადუმ.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:45 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 2014 წლიდან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამისად, 2014 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს. მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ამოცანა ის არის, რომ ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების წილი მშპ-სთან მიმართებაში „მცირე მთავრობის“ ფარგლებში იყოს, რათა საგადასახადო ტვირთი და მთავრობის აქტიურობა არ ზღუდავდეს სივრცეს სამეწარმეო აქტიურობისთვის, კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციებისთვის.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აშშ-მ იტალიის პრემიერ-მინისტრი ადამიანებით მოვაჭრეთა სიაში შეიტანა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სახელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანებით ვაჭრობის პრობლემას ეძღვნება. მოხსენება მსოფლიოს 180 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ამ დოკუმენტში შესულია ჩამონათვალი იმ პირების კონკრეტული სახელებით, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ადამიანებით ვაჭრობასთან; მათ შორისაა ბერლუსკონის სახელიც, რომელსაც სასამართლომ 2011 წლის თებერვალში წაუყენა ბრალდება მაროკოელი გოგონას, კერიმა ელ-მაჰრუგის (მეტსახელად - რუბი) კომერციულ სექსუალურ ექსპლულატაციაში.
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 სექტემბერი 2024
  • English Georgian