დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები | მსოფლიოს ამბები | ||
Microsoft-მა პირველი სტრიქონი დაიკავა 25 საუკეთესო გლობალური დამსაქმებელი კომპანიების სიაში, რომელიც ინსტიტუტ Great Place to Work-მა შეადგინა. რეიტინგი ჟურნალ Fortune-ში გამოქვეყნდა. შემდგენლებმა აღნიშნეს, რომ Microsof tარსებით მხარდაჭერას უჩენს თავის მომუშავეებს, რომლებმაც ახლახან გაიჩინეს ბავშვები. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მომუშავეებს ასევე წელიწადში 40 ანაზღაურებულ საათს სთავაზობს, რომელთა დახარჯვაც მათ მოხალისეობაზე - მაგალითად, ლტოლვილებისათვის თავშესაფრის აშენებაზე შეუძლიათ. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:14 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 1 | ვრცლად... | |||
ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია პოლიტიზირებული იყო | საქართველოს ამბები | ||
ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია ყველაზე პოლიტიზირებული იყო იმ პრეს-კონფერენციებს შორის, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს უნახავს. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:14 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გია ცაგარეიშვილი: ზოგიერთი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციის ჩაშლას ცდილობდა | საქართველოს ამბები | ||
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი მისცა, იტყობინება “GHN“. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
რუსული ბაზარი საქართველოსთვის არასაიმედოა - პრემიერი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
რუსული ბაზარი არასაიმედოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ქართული მთავრობის უფროსმა წარმოადგინა ათი პუნქტიდან შემდგარი 2011-2015 წლების ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში მოდერნიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
სსფ: ევროპის ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედვარდ გარდნერის თქმით, ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე ორმხრივი გავლენა ექნება. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:12 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს მისი საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას | საქართველოს ამბები | ||
ბიძინა ივანიშვილმა უკვე ჩაატარა საამომრჩევლო სიებთან დაკავშირებული კონსულტაციები რესპუბლიკური პარტიისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან, იუწყება „GHN“. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა პრეს-კონფერეციაზე, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას საამომრჩევლო სიების დაზუსტების გარეშე. „ამჟამად გუნდის შექმნის პროცესი წარმოებს. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ უკვე განვიხილეთ მსგავსი საკითხები რესპუბლიკელებთან და ალასანიას პარტიასთან“, - თქვა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებები ტოტალური გაყალბებისთვის ემზადებიან. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
Transparensy International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ეადგილზე აღმოჩნდა | საქართველოს ამბები | ||
საერთაშორისო ორგანიზაცია TransparensyInternational-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ე ადგილზე აღმოჩნდა. ორგანიზაციამ სულ მსოფლიოს 178 ქვეყანა გამოიკვლია. გამოკვლევაში კორუფციის აღქმის ინდექსი 10-ქულიანი სისტემით არის შეფასებული, რომელშიც 0 კორუფციის ყველაზე მაღალ დონეს ნიშნავს. საქართველომ 3.8 ქულა მიიღო, თუმცა საბოლოო შედეგი 7 დამატებითი გამოკვლევის შედეგების მიხედვით იქნა გამოთვლილი. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ივანიშვილი: სააკაშვილის რეჟიმი ჩვენ გეგმებს ხელს ვერ შეუშლის და ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში მოქმედი რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. ამის შესახებ ქართველმა ოლიგარქმა თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება „GHN“. „ჩემი ცხოვრების მანძილზე პოლიტიკური ფიგურა არასდროს ვყოფილვარ, მე ძალიან ვნერვიულობ და ვიტყვი, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიქნები“, - აღიარა ბიზნესმენმა პრეს-კონფერენციის დასაწყისში. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:10 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება. ამის შესახებ გუშინ, 1 ოქტომბერს, ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხის თაობაზე მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი 31 ნოემბერს ბათუმში საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის გამართული შეხვედრის მსვლელობაში დაზუსტდა. | |||
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:09 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გილაური: ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება, - განაცხადა გუშინ, 31 ოქტომბერს, გამართულ ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. „ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე 2012-2015 წლებში ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება. ისინი სამუშაო ადგილებს გზების, ჰესებისა და სხვა ობიექტების აშენების შემდეგაც შეინარჩუნებენ“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა. | |||
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:33 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||