| ტაილანდის ათასობით მოქალაქე წყალდიდობის გამო თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფება | | მსოფლიოს ამბები |
ტაილანდის მოქალაქეები, რომლებმაც დამანაგრეველი წყალდიბობისა და დიდი წყლის მოსვლის გამო მთელი დაგროვილი ქონება დაკარგეს, თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებიან, იუწყება “GHN“. „დღეისათვის სუიციდების რისკის ჯგუფში ათასობით ადამიანი იმყოფება, რომელთა ცხოვრების ჩვეული ყაიდა წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა“, - განუცხადა გამოცემა The Nation-ს საგანგებო მიგრაციული ცენტრის დირექტორმა პჰანუ იემსრიმ, გადმოსცემს „როსბალტი“. მან განმარტა, რომ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ 114 ათას 815 ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმა, რომელთაგან 7 ათას 308-ს დეპრესიული მდგომარეობა გამოუვლინდა, 6 ათას 170-მა აღიარა, რომ ჯერაც ძლიერ სტრესს განიცდის.
|
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:34 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| 2011 წელს ისრაელში 17 913 მანქანა გაიტაცეს | | მსოფლიოს ამბები |
ისრაელის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ისრაელში 17 913 სატრანსპორტი საშუალება გაიტაცეს. საინტერესოა, რომ წელს ქურდების უპირატესობები შეიცვალა და გასული წლების ფავორიტმა Subaru Leone-მა ადგილი დაუთმო Mitsubishi Lancer-ს, იუწყება “GHN“. გატაცებათა უდიდესი რიცხვი (6 018) ცენტრალურ ოლქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა თელ-ავივის ოლქი (4 257), მესამეზე - იერუსალიმის ოლქი (2 822).
|
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:08 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აზია ამერიკას „ულტრამდიდრების“ რიცხვის მიხედვით გაუსწრებს | | მსოფლიოს ამბები |
მეგამდიდარი მოქალაქეების რიცხვის მიხედვით, რომელთა ქონება 30 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ჩრდილოეთი ამერიკა მსოფლიო რეკორდსმენი კიდევ 20 წლის განმავლობაში დარჩება. 2032 წლისთვის ლიდერი აზია გახდება, ნათქვამია სინგაპურის კონსალტინგურ კომპანია Wealth-X-ის გამოკვლევაში. როგორც სააგენტო Bloomberg იტყობინება, ამჟამად იმ მდიდარი ამერიკელების რიცხვი, რომელთა ქონება ფასდება როგორც „ულტრამაღალი“, 62 960 ათასს შეადგენს. ევროპაში მკვლევარებმა 65 325 ათასი, ხოლო აზიაში - 42 625 ათასი მდიდარი ადამიანი დაითვალეს. ანალიტიკოსთა პროგნოზის თანახმად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ევროპას უკვე 2024 წელს, ხოლო ამერიკას - 2032 წელს გაუსწრებს.
|
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:02 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|