საზოგადოება: ილია II: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს | საქართველოს ამბები | ||
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აზრით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს. ამის შესახებ ილია II-მ გუშინ, 13 ნოემბერს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. „დღეს ბევრს ამბობენ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე. უპირობოდ, იგი უნდა იყოს, ვინაიდან ქართველია. ვფიქრობ, საქართველოში ან მის საზღვრების მიღმა დაბადებული ყველა ქართველი, ვინც ქართული სულის მატარებელია, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მე მაღელვებს, რომ ასეთმა უბრალო საკითხმა ასეთი კამათი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებს და ბიძინა ივანიშვილს ქართულ მოქალაქებს მიუნიჭებს“, - განაცხადა პატრიარქმა. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქება მას მერე შეუწყვიტეს, რაც მან განაცხადა, რომ ფრანგული და რუსული პასპორტები აქვს. ქართული მოქალაქეობა მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძესაც ჩამოართვეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3899.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.