პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით აღშფოთებული ვარ | საქართველოს ამბები | ||
ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მ ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მან პოლიტიკაში თავისი მოსვლის მიზეზებსა და სამომავალო გეგმებზე მოყვა, იტყობინება “GHN“. „ადამიანისთვის, რომელიც ბიზნესმენია, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არა აქვს, ეს ადვილი დებიუტი არ ყოფილა. მე იმიტომ გადავწყვიტე საქართველოში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება, რომ უკიდურესად აღშფოთებული ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით. მისი აზროვნებისა და ქმედების სტილი, რომლებიც გამომდინარეობს პრინციპიდან „სახელმწიფო - ეს მე ვარ“, საქართველოში წონასწორობას აუქმებს და ჩემს ქვეყანაში წარმატებულ რეფორმების უნარს ამუხრუჭებს“, - წერს ივანიშვილი სტატიაში. მისი თქმით, თუ საზოგადოება ოპოზიციის დახმარებით დაბალანსებული არ იქნება, საქართველო მოძრაობას იზოლაციისა და სიღარიბის გზაზე გააგრძელებს. „თუ უმრავლესობა კვლავ ძველებურად ჩაატარებს 2012 წლის საპარლამენტო, ხოლო ერთი წლის შემდეგ - საპრეზიდენტო არჩევნებს, აუცილებელი რეფორმებს დღის სინათლეს ვერ იხილავს და ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით გაღატაკდება. დამოუკიდებლობის 20-წლიანი ტურბულენტური პერიოდის შემდეგ საქართველო საკუთარ თავს კიდევ ერთი რევოლუციის საშუალებას ვერ მისცემს“, - წერს ივანიშვილი. მან ასევე მიუთითა, რომ ქართველები რეალური პოლიტიკური დებატებისთვის მზად არიან და შეურაცხყმყოფელია, როდესაც მასობრივი ინფორმაციის მთავარი საშუალებები ხელისუფლებების ხელშია, ოპოზიციას კი ხმა არა აქვს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3896.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.