ეკონომიკა: ქობალია: 2010 წლის დასაწყისიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() „2010 წელს მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. საჭიროა აღინიშნოს, რომ ზრდა მშპ-ს პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა იყო გადამამუშავებელ მრეწველობაში (20.3%), ფინანსურ სექტორში (14.7%), ვაჭრობაში (14.1%), სასტუმრო და სარესტორანო ბიზნესში (12.9%). ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და 2011 წლის ექვსი თვის მონაცემებით მშპ-ს ზრდამ 5.2% შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა. ქობალია ირწმუნება, რომ ეკონომიკური ზრდის წყალობით ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა: შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მეტმა ადამიანმა სტაბილური შემოსავალი მიიღო, რაც, მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ამას გარდა, გაიზარდა ხელფასები, საშუალოდ, 13.6%-ით. პოზიტიური ტენდენციები ბიზნესის განვითარების სფეროშიც აღინიშნა: 2010 წელს წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 14.2%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ქობალიამ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3901.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:35 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.