მეცნიერები: წერილები და სმს-ები ტყუილისკენ განაწყობს | მსოფლიოს ამბები | ||
წერილსა თუ სმს-ში ადამიანი უფრო ხშირად იტყუება, ვიდრე პირადი საუბრის, ვიდეოკონფერენციის ან ტელეფონით საუბრის მსვლელობაში. აღნიშნული ფაქტი დაადგინეს ფსიქოლოგებმა. მათ გააანაზლიეს 140 სტუდენტის ქცევა, რომლებიც წყვილებად დაყვეს და სთხოვეს, მონაწილეობა მიეღოთ RPG-თამაშში, წერს The Los Angeles Times. | |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:51 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა | მსოფლიოს ამბები | ||
პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღის წლისთავი აღნიშნა, იტყობინება Associated Press. ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავის აღსანიშნავად დედაქალაქ ტრიპოლში გაიმართა ცერემონია ლიბიის ახალი ხელმძღვანელობის მონაწილეობით. | |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:51 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
„ოქროს პერგამენტი“ ნომინაციაში წლის პოლიტიკოსი საქართველოში ირაკლი ალასანიას გადაეცა | საქართველოს ამბები | ||
გუშინ, 24 დეკემბერს, თბილისში კომპანია „ბაგრატიონის“ დარბაზში ყოველწლიურ პრემია „ოქროს პერგამენტის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში „წლის პოლიტიკოსი“ ჯილდო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას გადაეცა, იტყობინება “GHN“. „ოქროს პერგამენტი - 2011“-ის ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვნების მოღვაწე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და „ოქროს ლაურეატის“ საპატიო ლაურეატი. | |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:50 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 643 მილიონი დოლარი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43 მილიონით გაიზარდა და 643 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ პარასკევს, 23 დეკემბერს, გამართულ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 173.7 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორეში - 203.4 მილიონი, ხოლო მესამეში - 266.0 მილიონი. | |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:50 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1 | ვრცლად... | |||
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანი“ გახდა | საქართველოს ამბები | ||
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე წლის ადამიანი და ჯილდო „ ოქროს პერგამენტის“ ლაურეატი გახდა, იუწყება “GHN“. მის უწმინდესობას ჯილდო საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულავამ გადასცა. მან პატრიარქს მისი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც მეორეჯერ გადაეცემა „ოქროს პერგამენტი“, საქართველოს მოსახლეობას შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. „ეს ჩვენი მოქალაქეებისაგან თქვენ მიმართ მადლიერების სიმბოლური გამოხატვაა“, - აღნიშნა გოჩა მირცხულავამ პატრიარქთან შეხვედრის დროს. | |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:49 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 1.66 | ვრცლად... | |||
სააკაშვილი: რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია | საქართველოს ამბები | ||
„რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია“, განაცხადა შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში, სადაც მან ახალი საავადმყოფო გახსნა. „სხვათა შორის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა, და ეს მოხდა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა. ამ ეტაპზე ჩვენ შორსმჭვრეტელები, უდრეკები და ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება“, - აღნიშნა მან. | |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ილია II: ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება | საქართველოს ამბები | ||
ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტმა, უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ წმინდა სამების ტაძარში ქადაგების დროს. | |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:47 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. | |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:29 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ჰიტლერის წიგნი „საუკეთესო საშობაო საჩუქრად“ დასახელდა | მსოფლიოს ამბები | ||
დიდი ბრიტანეთის წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელმა The Waterstones-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ერთ-ერთ თავის განყოფილებაში გერმანიის ნაცისტური ლიდერის ადოლფ ჰიტლერის წიგნმა მიიღო რეკომენდაცია როგორც „იდეალური საშობაო საჩუქარი“. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Huffington Post. | |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:28 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 5 | ვრცლად... | |||
საქართველო მშპ-ის ზრდის მიხედვით მსოფლიოში პირველ სამეულში შედის | საქართველოს ამბები | ||
მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს, 23 დეკემბერს, ბრიფინგზე, წლის შედეგების შეჯამების დროს განაცხადა. | |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:27 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||