პოლიტიკა: სააკაშვილი: რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია | საქართველოს ამბები | ||
„რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია“, განაცხადა შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში, სადაც მან ახალი საავადმყოფო გახსნა. „სხვათა შორის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა, და ეს მოხდა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა. ამ ეტაპზე ჩვენ შორსმჭვრეტელები, უდრეკები და ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება“, - აღნიშნა მან. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის „რუს ხალხთან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“. „სწორედ რუს ხალხთან, და არა იმპერატორებთან, რომლებსაც საქართველოს დაპყრობა სურთ, როგორც ეს საქართველოში მეხუთე კოლონას ზოგიერთ წარმომადგენელს მიაჩნია, რომლებსაც არც თავმოყვარეობა და არც საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარული აქვთ, რომლებიც ყველაფერს საკუთარ კეთილდღეობაზე აშენებენ. ჩვენ რუს ხალხთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობები უნდა დავამყაროთ, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ღირსებასა და პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. იმავე რეჟიმის გამო იტანჯება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა, რომლის წინააღმდეგაც ახლა ხალხი რუსეთში პროტესტს გამოთქვამს“, - განაცხადა მან. საქართველოს პრეზიდენტმა პარალელები გაავლო დავით აღმაშენებლის ეპოქასა და რუსეთში გაჩაღებულ მოვლენებს შორის. „მაშინ დამპყრობელთა დიდი ძალის იდეოლოგია შესუსტდა და გარშემო ქვეყნები გონს მოეგნენ, გაძლიერდნენ და განვითარდნენ. ვფიქრობ, ახლაც მსგავსი პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ყველანი ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4207.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.