ეს საინტერესოა: ჰიტლერის წიგნი „საუკეთესო საშობაო საჩუქრად“ დასახელდა | მსოფლიოს ამბები | ||
დიდი ბრიტანეთის წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელმა The Waterstones-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ერთ-ერთ თავის განყოფილებაში გერმანიის ნაცისტური ლიდერის ადოლფ ჰიტლერის წიგნმა მიიღო რეკომენდაცია როგორც „იდეალური საშობაო საჩუქარი“. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Huffington Post. The Waterstones-ის მაღაზიაში ქალაქ ჰადერსფილდში ჰიტლერის წიგნზე დაწეპებული იყო სტიკერი, რომელიც იუწყებოდა, რომ ეს „აუცილებელი საკითხავია ყველასთვის, ვისაც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უნამუსო პიროვნების შეცნობა სურს“. თუმცა სტიკერზე ყველაზე მსხვილი წარწერა იუწყებოდა შემდეგს: „იდეალური საჩუქარი“. წიგნების ქსელის ხელმძღვანელობას საჩივრით მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიმართა. „მითხრეს, რომ ეს („მაინ კამპფი“) საშობაო გაყიდვების ბესტსელერია, რაც ამ საძულველი ნამუშევრის გაყიდვისათვის საეჭვო საფუძველია“, - განაცხადა მან. 2003 წელს ჟურნალი Cabinetიტყობინებოდა, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში „მაინ კამპფის“ (ინგლისურ ენაზე) 20 ათასზე მეტი ეგზემპლარი იყიდება, ხოლო ინდოეთის ზოგიერთი წიგნის მაღაზია წიგნს „ბესტსელელერს“ უწოდებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4204.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.