მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში Facebook-ის 650 ათასი მომხმარებელია. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, გამართულ წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა. როგორც მან ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შედეგების შეჯამების დროს აღნიშნა, 2011 წლის მონაცემებით, ფიჭური მობილური რატიოსატელეფონო კავშირგაბმულობის აბონენტთა რაოდენობა 4 406 817 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. მინისტრის თქმით, 2010 წელს ფიჭური კავშირით 3 980 000 აბონენტმა ისარგებლა. მოსახლეობის არსებითად უფრო ნაკლები რაოდენობა ფიქსირებული სატელეფონო ქსელებით სარგებლობს. ქობალიას ინფორმაციით, აბონენტთა რიცხვი 1 200 000-ს შეადგენს. შარშან ეს რიცხვი 1 105 883 აბონენტს შეადგენდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. წელს მათი რაოდენობა 1 500 000-მდე გაიზარდა. ქობალიას განმარტებით, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4205.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.