საზოგადოება: ილია II: ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება | საქართველოს ამბები | ||
ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტმა, უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ წმინდა სამების ტაძარში ქადაგების დროს. საქართველოს პატრიარქმა აკურთხა ხატი და თქვა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანი ელოდებოდა ამ დღეს. ხატის შექმნაზე მუშაობდნენ ბექა ვარდუქაძე, დავით თევდორაშვილი, ზაზა საგიანი და ვიქტორ თოდუა, ხოლო მათ დეკანოზი იაკობ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ხატზე „საქართველოს იმედი“ საქართველოს თითქმის ყველა წმინდანია გამოსახული. სამი წლის განმავლობაში წმინდა სამების ტაძარში ხატის შესაქმნელად შემოწირულობებს აგროვებდნენ. „საქართველოს იმედის“ შექმნის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4206.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.