პოლიტიკა: პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა | მსოფლიოს ამბები | ||
პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღის წლისთავი აღნიშნა, იტყობინება Associated Press. ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავის აღსანიშნავად დედაქალაქ ტრიპოლში გაიმართა ცერემონია ლიბიის ახალი ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ლიბიაში მუამარ კადაფის მმართველობის დროს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 1969 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა, დამოუკიდებლობის დღე არ აღინიშნებოდა. ამის მაგივრად აღნიშნებოდა გადატრიალების წლისთავი. კადაფი ქვეყნის ხელისუფლებაში 42 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ნატოს ძალებით მხარდაჭერილი ამბოხებულების ზეწოლით, კადაფმა და მისმა მომხრეებმა ტრიპოლი 2011 წლის აგვისტოში დატოვეს. ოქტომბერში სირტას მახლობლად კადაფი დაიჭირეს და მოკლეს. ლიბიაში ძალაუფლება გარდამავალი მთავრობის ხელში გადავიდა, რომელსაც აბდელ რახიმ ალ-ქიბი ჩაუდგა სათავეში. აღნიშნული მთავრობა ქვეყანას უხელმძღვანელებს მანამ, სანამ ხელისუფლების ახალი ინსტიტუტები არ ჩამოყალიბდება. ნავარაუდევია, რომ უახლოეს შვიდ თვეში ლიბიელები ეროვნულ საბჭოს აირჩევენ, რომელიც კონსტიტუციას შეადგენს, შემდეგ კი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ლიბია, რომელიც ოტომანური იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, იტალიის მიერ 1911 წელს ოკუპირებული იქნა, ხოლო 1930 წელს იტალიის კოლონიად გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანა რაღაც დროის განმავლობაში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, 1951 წელს კი დამოუკიდებლობა მიიღო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4211.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.