| 2012 წელს გეიმერებისთვის მომავალი დადგება | | მსოფლიოს ამბები |
Sony-ისადაMicrosoft-ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლები უკვე შემუშავებაშია და იმაზე უფრო ადრე შეიძლება გამოჩნდეს, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. როგორც ბლოგი Edge სანდო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, პროექტებზე უკვე აქტიური მუშაობა წარმოებს. კერძოდ, კომპანია Ubisoft Montreal-ის ოფისში უკვე რაღაც დროა, შემუშავებაშია პროგრამული უზრუნველყოფა Xbox 360-ის მიმდევრისთვის, რომელსაც ხალხში Xbox 720 უწოდეს. კონსოლის წინასწარი ვერსიები კომპანიის ოფისებში შობისთვის უნდა შემოვიდეს. აქედან გამომდინარეობს, რომ 2012 წლის ბოლოსთვის კონსოლი შეიძლება გაყიდვაში შემოვიდეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ეს ინფორაცია ჭორების დონეზე რჩევა, რომელთა უტყუარობის პროცენტს Edge-ის რეპუტაცია ზრდის. Ubisoft-ში ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარებზე ოფიციალურ უარს ამბობენ.
|
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 19:43 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
უცხოური ბანკების დაინტერესებულობა საქართველოთი საქართველოს ეკონომიკური აღორძინებით არის გამოწვეული. ამის შესახებ აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა გერმანულმა „კომერცბანკმა“ საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მიიღო. უახლოეს მომავალში საქართველოში ფილიალის გახსნას აზერბაიჯანული „პაშა ბანკიც“ გეგმავს. გურგენიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ევროპის კრიზისი და დღევანდელი ვითარება ხელს ვერ შეუშლიან, რაც ქართულ ბაზარს უცხოური ბანკებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
|
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 18:48 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მამუკა არეშიძე: ომი რუსეთმა მოამზადა, საქართველომ კი ბრძოლა დაიწყო | | საქართველოს ამბები |
კონდოლიზა რაისის განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს ჩაეთრიათ იგი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციაში, უნისონში მიდის იმ გამონათქვამებთან, რომლებიც მანამდე საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს, მიაჩნია ექსპერტს მამუკა არეშიძეს, იუწყება “GHN“. „მე ამას ხაზს ვუსვამ და ამაში არაფერია გასაკვირი. უბრალოდ საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ელიტას არანაირად არ სურს აღიარება იმისა, რომ მათ არა იმდენად ომი დაიწყეს, არამედ ის, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც რუსეთის პროვოკაციას აჰყვნენ“, - თქვა არეშიძემ „GHN“-თან საუბრისას.
|
განათავსა - Drakula | 17 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|