პოლიტიკა: გიგა ბოკერია: რუსეთი დღემდე ვერ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს | საქართველოს ამბები | ||
საქართველო იყო და არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში, მათ შორის ეკონომიკური საკითხების მიხედვითაც, განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, იუწყება “GHN“. „პრობლემა იმაშია, რომ რუსეთი დღემდე უარს ამბობს იმ ფაქტთან შეგუებაზე, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. ამიტომ ამ საკითხის მიხედვით კომპრომისი არ გამოვა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მხოლოდ მას მერე გამოდის, რაც სახელმწიფოები ნაკლებად ხდება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, როგორც პოლიტიკურად, ისე სხვა თვალსაზრისით. ყოფილი საბჭოთა იმპერიის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი ყველაზე მეტად არიან დაცულები და რუსეთის მიმართ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. რუსეთთან პრობლემები მხოლოდ იმ ქვეყნებს წარმოეშობათ, რომლებსაც ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არა აქვთ“, - თქვა ბოკერიამ. მან აღნიშნა, რომ ყველა, ვინც საქართველოს ეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება დასავლეთთან ინტეგრაციის გზა და ნორმალურ ქვეყნად გადაქცევის შესაძლებლობაა, გულწრფელად ცდება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3947.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ნოემ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.